უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

27 ივლისი, 2020 14:55
font-size

წითელი ჯვარი ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ დღეს მოინახულებს – ლია გიგაური

წითელი ჯვარი ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ დღეს მოინახულებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლია გიგაურმა განაცხადა.

„ჩვენ ინტენსიური კავშირი გვაქვს ყველა ჩვენს პარტნიორთან, ვისაც შეუძლია, გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე. მოგეხსენებათ, 30-ში ჩანიშნულია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა. მქონდა შეხვედრა პერსონალური წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საქართველოში, რომელმაც მითხრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნა წითელ ჯვარს მონახულებასთან დაკავშირებით, დაკავშირებული იყო საკარანტინო პერიოდთან. სწორედ ეს მიზეზი დაუსახელეს მათ, რომ ეს პერიოდი უკვე დასრულებულია და მათ აქვთ მოლოდინი, რომ სწორედ დღეს ექნებათ საშუალება მოინახულონ ზაზა გახელაძე.

რაც შეეხება მის მდგომარეობას, ამაზე ინტენსიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე პირობები, რომელშიც იმყოფება არის დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე მოგეხსენებათ, სულ იყო ექვსი ადამიანი ბოლო პერიოდში, სამი მათგანი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან უკვე გათავისუფლებულია, დარჩენილია სამი, სწორედ ცხინვალის რეგიონში. მათ შორის გახლავთ ზაზა გახელაძე. ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, მიმართულია იქეთ, რომ უპირობოდ გათავისუფლდეს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არანაირი პროცესები არ წარიმართოს, არამედ უპირობოდ მოხდეს ზაზა გახელაძის და სხვების გათავისუფლება. ეს არის ერთადერთი პირობა. სხვა არანაირი არ არის“,- განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე - ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მიზანს მივაღწევთ

27 სექტემბერი, 2020 , 11:54

ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა მექანიზმი, რომელიც დღესმთავრობის ხელშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავ

საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები - გიორგი გახარია

25 სექტემბერი, 2020 , 20:10

საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით მოვუწოდებ მსოფლიო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები,

სუსი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ცხინვალიდან უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „საოკუპაციო ძალების მიერ, მიმდინარე წლის სამ ივლისს უკანონოდ

ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

25 სექტემბერი, 2020 , 14:45

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. მღებრიშვილი ამ დროისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ის ოჯახში სავალდებულო კარან

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობის დროს, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. არსებული ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ

ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება - შალვა ნათელაშვილი

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. „ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და ისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე