უკან

პოლიტიკა

4 დეკემბერი, 2020 16:15
font-size

წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები, ეს არც განიხილება - მამუკა მდინარაძე

შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მილიონამდე ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლების მოლაპარაკებებში წითელი ხაზი ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნებია.

„ნამდვილად არ მჯერა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვა კომპრომისის ან კონსენსუსის მნიშვნელობა გააზრებული არ აქვთ ან არ იციან. ეს შეუძლებელია. როდესაც უკვე კვირების განმავლობაში ვამბობთ, რომ შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მილიონამდე ადამიანი, ჩვენი ამომრჩევლები გვყავს მხედველობაში, ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ამიტომ, რა თქმა უნდა წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები. ეს ჩვენი მხრიდან არც განიხილება და ამის შესახებ ჩვენს ოპონენტებს ზუსტი ინფორმაცია აქვთ. დანარჩენ საკითხებზე ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრებთ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წინასწარ, დეტალებზე დღეს კონკრეტულ ხელშესახებ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვადასხვა ვერსიები დევს, რაზეც შეთანხმების თანახმად ვერ საუბრობენ.

„ამ კონკრეტულ საკითხს ოპოზიცია პასუხისმგებლობით ეპყრობა და ისინიც არ ლაპარაკობენ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ დეტალების შესახებ ცნობილი გახდება, მერე ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება, რადგან ვიმედოვნებ, ოპოზიციაში საღი აზრი გაიმარჯვებს. ისინი პარლამენტშიც შემოვლენ და გარკვეული შეთანხმებაც შედგება. ყველას, ჩვენიც და ოპოზიციის გადაწყვეტილება საერთო, კომპრომისული და ისეთი იქნება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულად პარტიის უპირატესად, არამედ ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იქნება. მესამე რაუნდი იქნება თუ არა დღეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ეს დაანონსებული არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი