უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივნისი, 2017 16:40
font-size

„წითელი ზონისა“ და „ინტერview“-ს დახურვის გამო საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართება

პარასკევს, 13 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლთან აქცია გაიმართება, სადაც გააპროტესტებენ არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას გადაცემების:„წითელი ზონისა“ და „ინტერview“-ის დახურვის შესახებ.

როგორც ღონისძიების ფეისბუკგვერდზე წერია, დახურვის საფრთხე ემუქრება სხვა გადაცემებსა და მეორე არხსაც.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ დაიხურა. გადაცემების დახურვა და მაუწყებელში განსხვავებული აზრის დევნა დღეს არ დაწყებულა. ახალი მენეჯმენტის მოსვლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში შიშმა და განუკითხაობამ დაისადგურა. საფრთხე შეექმნა 1200 ზე მეტ დასაქმებულს, თუმცა მაშინ სამოქალაქო პროტესტის გამო ნეგატიური პროცესების შეფერხება მოხერხდა, თუმცა როგორც გაირკვა დროებით!

ივლისის თვეში საფრთხე სხვა გადაცემებთან ერთად ელის მეორე არხს და იქ დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობას. ახლა გაჩუმების და მოცდის დრო არაა!

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხალხის ტელევიზია და არა რომელიმე პოლიტიკური ელიტის, შესაბამისად იმ გადაცემების დახურვა, რომელიც პოლიტიკური თუ სხვა საკითხების მიმართულებით იყო მწვავე და შეიცავდა ანალიზს, საფრთხეს უქმნის არა მარტო რომელიმე დასაქმებულს, არამედ მაუწყებლის იდეას.

დიახ დღეს საფრთხის წინაშეა საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც მკვეთრად ევროპული ინსტიტუტი.

ჩვენ, როგორც ამ ტელევიზიის პირდაპირი ინვესტორები ვალდებულები ვართ, დავიცვათ ის!

საზმაუ ჩვენია და არავის არ აქვს უფლება ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღოს მის ირგვლივ!

საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად აქცია გაიმართება პარასკევს 16 ივნისს ორგანიზაციის კიბეებთან.

13 საათზე ველოდებით მაუწყებლის მაყურებლებს, მათ ვისთვისაც სულერთი არაა ქვეყანაში ევროპული ძლიერი ინსტიტუტის არსებობა!“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი