უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
წითელმა ჯვარმა სიარიაში არსებულ ვითარებას სამოქალაქო ომი უწოდა 15.07.2012 17:47

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აღიარა, რომ სირიის კონფლიქტი იმ დონემდე მივიდა, რომ მას შეიძლება მასშტაბური სამოქალაქო ომი ეწოდოს.

,,ბი-ბი-სის” ცნობით, ამასთან დაკავშირებით წითელმა ჯვარმა ქვეყანაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ამოქმედება გამოაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ წითელი ჯვრის ხელმძღვანელმა ხიშამ ხასანმა განაცხადა.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მოიცავს პრინციპებს და ვალდებულებებს ომის წარმოების რეგულირების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოების ჰუმანიტარულ დაცვას, ასევე დაჭრილების და ტყვედ აყვანილების დაცვას.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მასობრივი მკვლელობები და სამხედრო მოქმედებები, მიეკუთვნება სამხედრო დანაშაულს.

შეგახსენებთ, რომ სირიაში სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირება ერთ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. დაპირისპირებას რამდენიმე ათასი ადამიანი ემსხვერპლა.