უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 ნოემბერი, 2018 16:00
font-size

ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის განცხადება, ისევე როგორც ანგარიში შეიცავს მნიშვნელივან და მკაფიო გზავნილებს საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. მათ შორის პირველად მაგავსი სახის დოკუმენტში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე.

„მივესალმებით ევროსაბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშს, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი და მასში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს წვდომა თუმცა გააჩნია სრული ინფორმაცია იქ მიმდინარე პროცესებზე. პირველად სახეზე გვაქვს ფაქტი, რომ როგორც კონსოლიდირებულ ანგარიშში, ისე ევროკავშირის განცხადებაში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. ეს არის დასტური იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ევროპის საბჭოსთვის მიუღებელია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და მათ შორის ისეთი სისასტიკით განხორციელებული მკვლელობები, როგორიც ოთხოზორია-ტატუნაშვილთან მიმართებაში განხორციელდა“- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით მნიშვნელოვანია რომ კონსოლიდირებულ ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა.

„მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ საქართველო იყოს გამოწვეული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლებისა და მთავრობის ურყევი პოზიციაა, რომ საპასუხოდ გავაგრძელოთ სამშვიდობო ინიციატივები, რასაც ითვალისწინებს ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ “ - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე მნიშვნელოვანია რომ ანგარიშში, ისევე როგორც ევროკავშირის განცხადებაში, დაგმობილია საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, მათ შორის ევროკავშირის განცხადებაში საუბარია ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მავთულხლართების დამონტაჟების უკანონო პროცესზე.

„საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი მავთულხლართების განახლებული მონტაჟის პროცესი. მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები“ - აღნიშნულია დავით ზალკალიანის კომენტარში

ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო - გიგა ბოკერია

10 დეკემბერი, 2018 , 17:30

ძველი ანეკდოტია ერთი - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. მი

ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება - მამუკა ბახტაძე შესაძლო საკადრო ცვლილებზე

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება, - ასე უ

მამუკა ბახტაძემ უარყო, რომ დედამისს სასამართლოში უჩივლა

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

“რუსთავი2”-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო პრემიერისა და მისი დედის სამართლებრივ დავაზე, მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, შაბათის კურიერში გასული სიუჟეტი მტკნარი

შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული - მამუკა ბახტაძე პურის ფასის ზრდაზე

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით. „

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? - ნინო კალანდაძე

8 დეკემბერი, 2018 , 16:10

„ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე. „შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც

შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი მიდგომა კომპანიისადმი კონსტრუქციული უნდა იყოს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ომეგა ჯგუფზე“

7 დეკემბერი, 2018 , 20:29

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა „ომეგა ჯგუფისადმი“ ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს. ამის შესახებ 1tv.ge წერს. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`