უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
„წყალი ძალიან სერიოზულად არის ამღვრეული, თევზის დაჭერას ბევრი ცდილობს, მაგრამ მთავარია, ის თევზი არ ვიყოთ, ვისაც დაიჭერენ - დავით უსუფაშვილი
„წყალი ძალიან სერიოზულად არის ამღვრეული და ასეთ ვითარებაში თევზის დაჭერას ბევრი ცდილობს, მაგრამ ჩვენ ის თევზი არ უნდა აღმოვჩნდეთ, ვისაც ამ ამღვრეულ წყალში ვინმე დაგვიჭერს“, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაში, რომელიც განაპირობა აშშ-სა და ევროკავშირის დაპირისპირება რუსეთთან, საქართველოს ამოცანაა, თავისი პრიორიტეტები შეინარჩუნოს. ასე უპასუხა პოლიტიკოსმა გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ან ნატო–შიწევრობის დასაჩქარებლად საქართველოსთვის შესაძლებლობათა ფანჯარა აღმოჩნდეს აშშ–სა და ევროკავშირის რუსეთთან დაპირისპირება, რომელსაც ბევრი ანალიტიკოსი ცივი ომის შემდეგ ერთ–ერთ ყველაზე მძიმე კრიზისად აფასებს.
„როცა სტატუს-კვო მოირღვა და ამის გამო სერიოზული გეოპოლიტიკური რყევებია, ამ პროცესში ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს, რაც გვაქვს, ის არ დავკარგოთ. სწორედ ამიტომ უნდა ვიაქტიუროთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის მიმართ შეურაცხყოფა და ისტერიკა საჭირო არ არის, მაგრამ აუცილებელია, საქართველომ პრინციპული პოზიციები დაიკავოს.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა პრინციპული პოზიციების დაკავება რომელიმე მხარის არჩევას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს ჩვენი ინტერესების მიხედვით მოქმედებას ნიშნავს.
„აქ იმაზეა საუბარი, რომელი უფრო გვაწყობს და არა იმაზე, თუ რომელი მხარე მოგვწონს. საქართველოს კი, ევროპული დონის ცხოვრების სტანდარტები აწყობს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ისეთ პერსპექტივას, რომ საქართველოს არჩევანის გაკეთება მოუწიოს, შეწყვიტოს თუ არა რუსეთთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები იმისთვის, რათა ასოცირების ხელშეკრულებაში დარჩეს, თუ საერთაშორისო საზოგადოების რუსეთთან დაპირისპირება გამწვავდება, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა ინტერესებიდან გამომდინარე უყურებს და არა მხოლოდ ღირებულებებიდან გამომდინარე. ამიტომ, საქართველოც თავის ინტერესების შესაბამისად უნდა მოიქცეს.
„საქართველოს ინტერესია, იყოს თავისუფალი, ეკონომიკურად წინ წასული და დემოკრატიული, ევროპული, ქრისტიანული სივრცის წევრი. ჩვენი არჩევანი ეს არის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

