უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2017 12:55
font-size

წყალმომარაგების სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიით ტარიფების გადაანგარიშება წლის ბოლოდან დაიწყება

წყალმომარაგების სექტორში ახალი, გრძელვადიანი სატარიფო მეთოდოლოგიით ტარიფების გადაანგარიშება წლის ბოლოდან დაიწყება.

შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით სემეკის შესაძლებლობების გაძლიერებაზე აზიის განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედისას მიაწოდა.

მილორავას განცხადებით, უცხოელ ექსპერტებთან ერთად ერთი წლის მანძილზე შემუშავდა წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები, ეკონომიკური რეგულირების საკითხები, ტარიფების დადგენისა და ფაქტობრივი დანაკარგების განსაზღვრის პრინციპები.

„პროექტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავეთ. გამოვყოფდი სატარიფო მეთოდოლოგიის შემუშავებას. ეს დოკუმენტი სრულად ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექსპერტებისგან მივიღეთ. ასევე, ძალიან საინტერესო იყო კომპანიების დანაკარგებზე მუშაობა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ამიტომ, ჩვენ გარდა იმისა, რომ უნდა შევაფასოთ სწორად დანაკარგების მოცულობა, ასევე უნდა დავსახოთ გზები დანაკარგების შემცირებისთვის. პროექტის ფარგლებში ვიმუშავეთ კომპანიების შედარებითი ანალიზის ინდიკატორებზე, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს საუკეთესო კომპანიებს შევადაროთ ნაკლებად ეფექტური კომპანიები. შესაბამისად, სწორად დავსახოთ გზები, რომ ეს კომპანიები სწორი მიმართულებით განვითარდნენ.

სხვა კომუნალური სექტორებისგან განსხვავებით, წყალმომარაგება არის ის სექტორი, სადაც მხოლოდ მარეგულირებელს არ ეკისრება რეგულირების ვალდებულება. აქ არის სასმელი წყლის ხარისხი, რომელიც სხვა უწყების კომპეტენციის ქვეშაა. ამაში ჩართული უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ეს იქნება კოორდინირებული საქმიანობის პირველი ნაბიჯი“, – აცხადებს მილორავა.

მისივე თქმით, წყალმომარაგების სექტორში დანაკარგების პრობლემა პრაქტიკულად ყველა კომპანიას აქვს, გარდა ”ბათუმის წყლისა”, რომელიც ახალი ქსელია.

„ამასთან, პრობლემაა აქტივებთან დაკავშირებითაც. ის ავარიები, რომელიც ხდება წყალმომარაგების კომპანიებში და არეალებში, ხშირ შემთხვევაში ქსელის სიძველით არის გამოწვეული. იმისთვის, რომ პრობლემა გადაიჭრას, მნიშვნელვანია სატარიფო მეთოდოლოგია, რომ წყალმომარაგების ლიცენზიანტს, ინვესტორს ჰქონდეს სწორი სიგნალები. ის სატარიფო მეთოდოლოგია რაც შევიმუშავეთ, ასეთ სწორ სიგნალს მისცემს ინვესტორებს. ამ სატარიფო მეთოდოლოგიით დაიწყება წლის ბოლოდან ტარიფების გადაანგარიშება წყალმომარაგების სექტორში. ეს არის წამახალისებელი მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კომპანიებისთვის გრძელვადიანი ტარიფების დადგენას. ჩვენ კომპანიებს დავუდგენთ სამწლიან ტარიფებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გვეცოდინება რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა ამ პერიოდის განმავლობაში. განსაზღვრული გვაქვს საოპერაციო დანახარჯები, რომლის კორექტირებაც სამი წლის განმავლობაში აღარ მოხდება გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

გარდა ამისა, კომპანიებს აქვთ ვალდებულება წარმოადგინონ 5–წლიანი სამოქმედო გეგმები. უნდა ვიცოდეთ როგორ ვითარდება კომპანია, სად ვართ და საით მივდივართ. განვითარების 5–წლიანი გეგმის კონტროლი და შესრულება არის კომპანიების სალიცენზიო ვალდებულება. ამ გეგმებს სავალდებულო ხასიათი ექნება და ბუნებრივია, მის შესრულებაზე ძალიან მკაცრი მონიტორინგი იქნება “, – განაცხადა ირინა მილორავამ.

ნინო ექვთიმიშვილი

კახაბერ გვანცელაძე ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა

18 დეკემბერი, 2017 , 12:25

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა. შეხვედრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, რომელსაც 200-მ

ქართულ-ჩინური სოფლის მეურნეობის ტექნიკური თანამშრომლობის ორწლიანი პროექტის შეაჯამეს

18 დეკემბერი, 2017 , 12:25

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომ

პატრიარქი ილია არა მხოლოდ მიყვარს, არამედ მას დიდ პატივს ვცემ - მსოფლიო პატრიარქი

18 დეკემბერი, 2017 , 12:00

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე ისაუბრა „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს მოახლოებული აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა. „მ

დღეიდან სპეციალურად ადგილებში საახალწლო გარევაჭრობა იწყება

18 დეკემბერი, 2017 , 11:25

დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით საახალწლო გარევაჭრობა სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე განხორციელდება. მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ

თერთმეტი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია

18 დეკემბერი, 2017 , 10:30

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კო

კიბერდანაშაულსა და ტრეფიკინგზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

18 დეკემბერი, 2017 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის საკითხე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე