უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 ოქტომბერი, 2019 17:10
font-size

წყალსა და რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა - მარტვილის N2 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

მარტვილის N2 საბავშვო ბაღში წყალში, ყველსა და რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„წყლის შემთხვევაში დაფიქსირდა წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამობა, კონკრეტულად მიკრობიოლოგოური დარღვევა. ასევე დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური დარღვევები ყველში, რძის პროდუქტებში,” – აცხადებს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა შველიძე.

მისი განმარტებით, რეაგირების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია წყალში არსებული დარღვევების შესახებ უკვე მიაწოდა, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე წყალმომარაგების კომპანიას.

ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმების ჩატარებას ბაღისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანიაშიც გეგმავს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მარტვილის N2 ბაღში ბავშვების ინტოკსიკაციასთან დაკავშირებით შეტყობინება 30 სექტემბერს შევიდა, რის შემდეგაც სააგენტოს რეგიონული ინსპექტირების ჯგუფებმა ადგილზე არაგეგმური შემოწმება ჩაატარეს. აიღეს ლაბორატორიული სინჯებიც.

30 სექტემბერს მარტვილის რაიონულ საავადმყოფოსა და კლინიკა „მკურნალში“ ინტოქსიკაციის ნიშნებით მარტვილის მე-2 საბავშვო ბაღიდან სამიდან ხუთ წლამდე ასაკის 19 ბავშვი გადაიყვანეს.

კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

27 მაისი, 2020 , 11:10

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა