უკან
საზოგადოება
26 სექტემბერი, 2017 12:10
წყალტუბოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 88 წლის ქალი გარდაიცვალა
წყალტუბოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 88 წლის ქალი გარდაიცვალა.
მეზობლების ვარაუდით, მოხუცმა ცეცხლი განზრახ თვითმკვლელობის მიზნით გააჩინა და თავი დაიწვა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც მედიანიუსს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას, ან გადანდგურებას გულისხმობს.
მონიკა დავლიანიძე