უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

18 ნოემბერი, 2019 16:10
font-size

ცხინვალიდან მივიღეთ პირობა, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების შესაძლებლობა მოგვეცემა - „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“

„წითელი ჯვრის“ დელეგატებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შესაძლოა, დღეს მოინახულონ. როგორც საქართველოს პირველ არხს „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია ქარდავამ განუცხადა, დაკავებულის ოჯახმა მათ უკვე მიმართა ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების თხოვნით.

ქარდავას ინფორმაციით, წითელი ჯვრის დელეგატები დაუკავშირდნენ ცხინვალის მხარეს და მოითხოვეს, მისცემოდათ ექიმის მონახულების შესაძლებლობა.

მაია ქარდავას განცხადებით, ისინი ცხინვალთან კავშირზე იყვნენ შაბათ-კვირის განმავლობაში და მიიღეს დაპირება, რომ უქმე დღეების დასრულებისთანავე მიეცემოდათ დაკავებულთან შესვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ისინი ელოდებიან, რომ უკვე დღეს, დღის მეორე ნახევარში შეძლებენ ცხინვალის იზოლატორში შესვლას.

მაია ქარდავას განმარტებით, ეს იქნება „წითელი ჯვრის“ დელეგატებისა და ვაჟა გაფრინდაშვილის პირისპირ შეხვედრა, მესამე პირის გარეშე. ვიზიტის შესახებ ყველა ინფორმაციას კი ოჯახს მიაწვდიან.

მაია ქარდავას თქმით, მათი მხრიდან მხოლოდ ოჯახი იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა პირობებში იმყოფება დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი