უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
კონფლიქტის ზონა
ცხინვალი გაზმომარაგების გარეშე დარჩა 02.08.2012 12:58

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი ცხინვალი გაზმომარაგების გარეშეა დარჩენილი.

,,რია ნოვოსტის” ცნობით, გაზმომარაგების შეწყვეტა მაგისტრალური მილის დაზიანებამ გამოიწვია, რისი მიზეზიც მიწის სამუშაოები გახდა.

,,სამხრეთ ოსეთის ენერგორესურსების” დე-ფაქტო დირექტორის ალან გაბარაევის განცხადებით, გაზმომარაგების აღსადგენად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

მისი დასრულება ნაშუადღევისათვის იგეგმება, რის შემდეგადაც მოსახლეობას გაზმომარაგება აღუდგება.