უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

4 სექტემბერი, 2019 14:15
font-size

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს 6 სექტემბრამდე კეტავს

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს 6 სექტემბრამდე კეტავს. „სამხრეთ ოსეთის“ КГБ-ს პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა, რომ 4 სექტემბრის, 20:00 საათიდან გამშვები პუნქტები საქართველოსთან „საზღვარზე“დროებით ჩაიკეტება. მისი თქმით, ეს ცოდნის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო კეთდება. გამშვები პუნქტების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში 6 სექტემბერს, 06:00 საათზე განახლდება.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე შეზღუდვები ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით ცხელი ხაზია გააქტიურებული.

„ცხელი ხაზით” მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 4 სექტემბრის 21:00 საათიდან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე აწესებენ უკანონო შეზღუდვებს. აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოცემულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გააქტიურებული იქნა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები“-, აცხადებენ სუს-ში.

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო აქტივობის შეწყვეტა - ირაკლი ანთაძემ

13 სექტემბერი, 2019 , 17:42

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, კონსე

დათა ვანიშვილი მედლინ მუნს: 88 წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ და ახლა გავხდი რუსეთის?

13 სექტემბერი, 2019 , 14:50

88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ, საქართველოში, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და ახლა გავხდი რუსეთის? – ამის შესახებ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილმა, დათა ვანიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მის

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

10 სექტემბერი, 2019 , 10:15

სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორ პუნქტზე ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. მიზეზად ცხინვალის რეჟიმი „ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ ცალკეულ მონაკვეთებზე ოფი

საქართველოს საგარეო უწყება საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს

7 სექტემბერი, 2019 , 10:40

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს საოკუპაციო ხაზთან განვითარებული უკანონო და პროვოკაციული მო

პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული - ირაკლი ანთაძე

6 სექტემბერი, 2019 , 16:31

პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზაციისთვის, - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილ

ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

6 სექტემბერი, 2019 , 13:10

5 სექტემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, დავით დონდუამ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს