უკან

კონფლიქტის ზონა

29 აპრილი, 2021 17:10
font-size

ცხინვალის ე.წ. მთავრობას, მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არ აქვთ პრეტენზია, რომ რუსეთის ნაწილი გახდნენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე კი, ასე უპირობოდ არ უჭერენ მხარს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას - გრიგოლ ლილუაშვილი

ცხინვალის რეგიონში ე.წ. მთავრობას, მეტწილად მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ იმ საკითხზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი შეიძლება, გახდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი, პირიქით მათი ე.წ. მთავრობა ამ იდეას ახალისებს კიდეც. თუმცა განსხვავებული მიდგომები აქვს ე.წ. მთავრობასა და მის ხელმძღვანელს აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ასე უპირობოდ არ უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოსთვის ნომერ პირველ გამოწვევას რუსული ოკუპაცია წარმოადგენს.

„ძირეულად ვითარება არ შეცვლილი არც ერთ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლება დროებით ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. გამოიკვეთა სამი ძირითადი პუნქტი, რასაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ოკუპაციის ფარგლებში, ეს არის პირველი – რუსული ანექსია და რაც შეიძლება უფრო მეტი ტერიტორიების მათი კონტროლის ქვეშ მოქცევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანექსიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აძლევთ რუსულ მხარეს საშუალებას, რომ ეფექტური კონტროლის ქვეშ მოაქციონ არსებული დე ფაქტო მთავრობები და მიაღებინონ მათ სასურველი გადაწყვეტილებები.

მეორე – ეს არის ჰიბრიდული ომის ფარგლებში წარმოებული პროცესი, რაც უკავშირდება უკანონო ბორდერიზაციას, უკანონო დაკავებებს და ყველა იმ ინციდენტს, რაც ხორციელდება როგორც პირობითად გამყოფი ზოლის სიახლოვეს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში.

მესამე – გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია, რომელსაც ჩვენ გამოწვევის მსგავსად ვუყურებთ, ეს არის მცდელობა რუსული მხარისა, რათა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, გამოეთიშოს მოლაპარაკებების პროცესს, როგორც მხარე. ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს საუბარი, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ ასეა, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში არ შევრჩეთ ერთმანეთს და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, რუსული სამხედრო შენაერთები ორივე ტერიტორიაზე აგრძელებს თავის უკანონო ყოფნას, ამას ემატება ის ფაქტი, რომ სადღაც დაახლოებით 120-მდე სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, რაც თავისთავად უკანონოა, რაც ზრდის რისკებს კავკასიაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში.

„დეტალურად ვერ შევეხები იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას. მოგახსენებთ, რომ ძალიან არასახარბიელო ვითარებაში იმყოფებიან ჩვენი ძმები და ჩვენი დები, ჩვენი მოქალაქეები გამყოფი ხაზის იქეთ. ეს აისახება მათზე ძალიან მძიმედ, თუმცა კვლავ რჩება ტაბუდადებულად თავისუფალი მიმოსვლის სრულად გახსნა განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მიმართებით. ნაწილობრივ თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდვებით და რუსული ძალის კონტროლის ქვეშ ხორციელდება აფხაზეთის მიმართულებით და ძირითადად ატარებს ჰუმანიტარული, სამედიცინო მიზნით ადამიანებს, ჩვენი მოქალაქეებს ენგურის ხიდზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, სრულიად განსხვავებული ვითარებაა ცხინვალის მიმართულებით, სადაც აბსოლუტურად ჩაკეტილია ყველანაირი მიმოსვლა.

„ჩვენს თანამოქალაქეებს არ ეძლევათ არც ერთი მიზნით გადმოსვლის საშუალება, მათ შორის არც ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და სხვა მიმართულებით. შესაბამისად, განწყობებიც მოსახლეობის, იქ მცხოვრები ადამიანების განწყობები არ არის დადებითი იქ მოქმედი რეჟიმების მიმართებით, ისინი ითხოვენ მეტ თავისუფლებას, ისე როგორც საქართველოს დანარჩენ კუთხეებთან ურთიერთობის, მოქალაქეებთან ურთიერთობის, ისე მეტ თავისუფლებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუმცა, ჩვენ ამით არ უნდა შევიქმნათ ფსევდოილუზია, თითქოს რომელიმე რეგიონში მომწიფებულია განწყობები ისე, რომ გარანტირებულად შეგვეძლოს ეს განწყობები ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. განსაკუთრებით ეს ცხინვალის რეგიონს ეტყობა, სადაც ე.წ. მთავრობას მეტწილად მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ იმ საკითხზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი შეიძლება, გახდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი, პირიქით მათი ე.წ. მთავრობა ამ იდეას ახალისებს კიდეც, თუმცა განსხვავებული მიდგომები აქვს ე.წ. მთავრობასა და მის ხელმძღვანელს აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ასე უპირობოდ არ უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. უფრო მეტიც, მათ გააჩნდათ სურვილი, რათა არ მომხდარიყო რუსეთის მხრიდან ძალიან მწვავე საკითხების წამოყენება, როგორც ულტიმატუმისა, იმის სანაცვლოდ, რომ გაჭირვებული ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხარჯზე, მომხდარიყო რუსეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების თავს მოხვევა და შემდეგ მათი გადაწყვეტა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ პირველ რიგში, მათ აიძულებდნენ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც გაამარტივებდა აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს რუსეთის მოქალაქეებისადმი, ასევე მეტ თავისუფლებას მისცემდა რუსეთის მოქალაქეებს, შეეძინათ უძრავი ქონება და ინვესტიციები ჩაედოთ აფხაზეთის საკურორტო ზონებში. ზეწოლა დიდი იყო და საბოლოოდ, სამწუხაროდ, მოხდა მათი დათანხმება ამ საკითხებზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

24 ნოემბერი, 2023 , 14:31

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი