უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივნისი, 2018 11:00
font-size

ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული - არჩილ ტატუნაშვილის მამა

ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა არასრულია, რადგან იქ არაა საუბარი შუბლზე არსებულ ნაჭდევზე.

ტატუნაშვილის მამის თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი საკონტროლო გასროლითაა მოკლული.

„ექსპერტიზის დასკვნა არასრულია. მასში ცხვირის დაზიანებაზე არაფერია ნათქვამი. ჩემს შვილს ავარიის გამო ტრავმირებული ცხვირი ჰქონდა, კეხი არ ჰქონდა. ცხედარი რომ გადმოასვენეს, სიფრიფანა, კეხიანი ცხვირი ჰქონდა მიკერებული. ცხვირთან ეტყობა კიდეც თვალის უპისკენ გამავალი ნაჭრილობევი.

შუბლზეც ეტყობოდა წრიული ნაჭდევი, რაც ასევე არ არის ექსპერტიზის დასკვნაში ნახსენები. არ ვიცი, რითი იყო ეს ნაჭდევი მიყენებული, თუმცა ჩემი ვარაუდით, ეს იყო ნატყვიარი. ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული. შუბლზე ნაჭდევი ცხედარს გადმოსვენების დროსაც ეტყობოდა, თუმცა შემდეგ უფრო მეტად გამოიკვეთა“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“.

მან იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ დასკვნაში არაა მითიუთებული დაღუპვის მიზეზი.

„ექსპერტიზის დასკვნაში გარდაცვალების მიზეზი არ წერია. რა დასკვნა უნდა, სხეულზე ერთი ადგილი არ მოეძებნება რომ მთელი ჰქონდეს. სისხლჩაქცევები და ნაჭდევები ეტყობა ყველგან. ჩემი შვილი წამებით არის მოკლული“,- აღნიშნა არჩილ ტატუნაშვილის მამამ.

მან ასევე შეადარა რუსული და სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნები. გიორგი ტატუნაშვილის თქმით, რუსულ დასკვნაში არაა საუბარი წამებასა და მოტეხილობებზე.

„რუსული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ შესაძლოა შეჯახებით იყოს სისხლჩაქცევები გამოწვეული. ორმეტრიანი კაცი სამ საფეხურ კიბეზე როგორ დაგორდა ისე, რომ მთელი სხეული დაეჟეჟა. წამებასა და მოტეხილობაზე, თითები რომ დამტვრეული ჰქონდა, საერთოდ არ არის რუსების დასკვნაში საუბარი,“ - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.

გიორგი ტატუნაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდება საკითხში გასარკვევად.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნიდან, რომელიც ოჯახს 4 დღის წინ გადაეცა, არ დგინდება არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზი. ოჯახის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა განაცხადა, რომ დასკვნის თანახმად, ტატუნაშვილს 100-მდე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

არჩილ ტატუნაშვილი კიდევ 2 საქართველოს მოქალაქესთან ერთად საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს გაიტაცეს. მომდევნო დღეს გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. თბილისის მოთხოვნის მიუხედავად, სეპარატისტებმა ტატუნაშვილის ცხედარი თითქმის ერტი თვის შემდეგ, 20 მარტს გადასცეს.

20.02.2020 - საკრალური რიცხვია - რიტუალი, რომელიც ამ დღეს უნდა გააკეთოთ

20 თებერვალი, 2020 , 10:50

2020 წლის თებერვალში, სურვილების ასრულებისთვის 2 მნიშნელოვანი თარიღი დაფიქსირდა, რაც 101 წელიწადში ერთხელ ხდება. ესენია 02.02.2020 და 20.02.2020. როგორც "დაიჯესტს" ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა, კარგია თუ თებერვლ

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება - ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი, 2020 , 10:40

ზუსტად 9 წელიწადი და ექვსი თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ, – ამის შეს

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

19 თებერვალი, 2020 , 17:45

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა სახელოვნებო, ასევე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგ

ქართულ მრავალხმიანობასა და ქართული სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

19 თებერვალი, 2020 , 17:45

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, რაც ხელს შეუ

უმუშევრობა 10.9%-მდე შემცირდა - რატომ და ვის თვლის საქსტატი დასაქმებულად?

19 თებერვალი, 2020 , 17:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.9%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. მეტიც, ეს ს

აზერბაიჯნში გამოფენა - „საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან - თაობამდე” გაიმართა

19 თებერვალი, 2020 , 17:35

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს, „ჰეიდარ ალიევის ცენტრისა“ და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თანამონაწილეობით, ქ. ბაქოში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით - ”საქართველო - აზერბაიჯანის მეგობრობა თაობიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`