უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მარტი, 2018 16:45
font-size

ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნით 4 მარტს, 18:30 საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მიამრთ სოლიდარობის ნიშნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი კვირას, 18:30 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას „მშვიდობა ომზე მეტია!“ გამართავს. შეკრებილები ოკუპაციას გააპროტესტებენ.

„კვირას, 4 მარტს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.

22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უკანონო ფორმირებებმა, ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მათ მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი იყო. სეპარატისული რეჟიმის მტკიცებით ქართველმა ჯარისკაცმა, დაკითხვის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას, წინააღმდეგობა გაუწია ოსურ მხარეს, რა დროსაც მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის შემდეგაც იგი კიბეებზე დაგორდა, ხოლო მისი სივდილის მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებენ. სეპარატისული რეჟიმის ეს განცხადება არის სიცრუე, რადგან დე-ფაქტო ხელისუფლება არ თანხმდება ცხედრის გადმოცემას და არც ქართველ ექსპერტებს აძლევენ ცხედრის დათვალიერების უფლებას.

საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილი ტატუნაშვილის დაუყოვნებლივ გადმოსვენებასა და საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარიონეტული რეჟიმები ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს ხოცავენ. ყველას გვახსოვს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და სხვა არაერთი სასტიკი და დაუნდობელი ნაბიჯი სეპარატისტული რეჟიმებისგან.

აქციის მთავარი მიზანია გამოვხატოთ სოლიდარობა კიდევ ერთი დაღუპული ქართველის მიმართ, რომელიც შეეწირა ოკუპაციას. კიდევ ერთი ქართველი გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობისა და რუსული სისასტიკის მსხვერპლი.

ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ვთვლით რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებზე, განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე.

''TOGETHER WE STAND DIVIDED WE FALL'' .

მიგვაჩნია რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოებას ეს ფაქტი გააერთიანებს და კვირას 18:30 საათზე, დავანახებთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ საქართველო დგას მშვიდობის მხარეს, ხოლო სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი ისევ ირჩევს ომის, მკვლელობებისა და ძალადობის გზას.

მიმართვა ქართულ მედიასაშუალებებს:

აქციის მთავარი მიზანი არის, ყოველგვარი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების გარეშე, საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია, გვინდა, მოგიწოდოთ, რომ იდგეთ ჩვენ გვერდით, რადგან დღეს მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენ არ ვართ ჩუმად, რომ ჩვენ არ ვუხრით თავს რუსეთის მხრიდან ოკუპაციას, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ინტერესებს. მოგიწოდებთ, შემუერთდეთ აქციას და მაქსიმალურად გააშუქოთ ქართული საზოგადოების პოზიცია.

მოგიწოდებთ თითოეულ პოლიტიკოსს, თანამდებობის პირებსა თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გადადოთ გვერდით საკუთარი ინტერესები, სკამები, სახელები, მიზნები და დადგეთ რიგით მოქალაქეებთან ერთად, გახდეთ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელსაც შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ცვლილებების განხორციელება“, - წერია აქციის ფეისბუკგვერდზე.

ორგანიზატორებს შეუერთდა 40-მდე ბარი და რესტორანი, რომლებიც აქციის განმავლობაში, 2 საათით დაიკეტებიან. ესენია:

კანუდოსი

კამორა

ამოდი

ვოდკასტი

ფუნდუკი

პლენტ შოფი

საქსესი

ბურგერ ჰაუსი

ბია +

Wizchiz

Pipes Burger joint

ქეთის ბისტრო

პოლიფონია თბილისი

თონე

Drunk Owl

აზერფეშა

სკოლა skola

ლეილა

შავი ლომი

ემბერ ბარი

რესტორანი ბლუმი

რესტორანი ზალა

ბენდუქიძის კულინარიული აკადემია

ღვინო ანდერგრაუნდი

ლიტერა

კულინარიუმი

ამბავი

დრამა ბარი

ლიტერატურული

ლიტკაფე

kyoto სუში ბარ

G.vino

art cafe home

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 , 17:50

მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი

ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 , 17:46

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება. სამძებრო - სამაშველო ღონისძიებები ა

კონკურს ,, ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწ

2019 წლის 1 იანვრიდან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება გარკვეული კატეგორიის ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ხდება

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

2019 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, ვისაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან ბიზნეს/საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ე

ახალი სამედიცინო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს- ლევან იზორია

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სამედიცინო ცენტრში დროული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. დღეს ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო

მიხეილ ბატიაშვილმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნო და სტუდენტებს და პროფესორ-მასწავ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`