უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 ნოემბერი, 2018 16:15
font-size

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 2018 წლის 1 ნოემბრიდან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლა. დე-ფაქტო უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

გარდა ამისა, დე-ფაქტო უწყებამ ოქტომბრის თვეში ე.წ საზღვრის დარღვევის ფაქტების სტატისტიკა გაავრცელა. მათი თქმით, გასულ თვეს საზღვრის 58 დამღვევი დააკავეს. აქედან 44-ს ჯარიმა დაეკისრა, 4 დაექვემდებარა ადმინისტრაციულ ჯარიმას და გაძევებული იქნა, 2 ადამიანს ჯარიმის დაკისრების გარეშე დაატოვებინეს ტერიტორია. 8-ს კი მხოლოდ გაფრთხილება მისცეს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დამრღვევთა მიერ გადახდილი ჯარიმების შედეგად ე.წ სახელმწიფო ბიუჯეტში 111500 რუბლი შევიდა.

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

24 ნოემბერი, 2023 , 14:31

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი