ცხინვალის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებულია ეუთო-ს განზრახვით, აღადგინოს მისია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში.
სააგენტო ,,რესის” ცნობით, საქართველოში ვიზიტად მყოფმა იტალიელმა პარლამენტარმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, მატეო მეკაჩიმ განაცხადა, რომ ეუთო აპირებს ივლისში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მისია აღადგინოს.
"ჩვენ ეუთო-ს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ არაფერი გვსმენია. ამის თაობაზე არც მომართვა ყოფილა და არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამან ჩვენი განცვიფრება იმ კუთხითაც გამოიწვია, რომ 2008 წელს განხორციელებული ქართული აგრესიის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას შემდეგ, აღარ არსებობს არავითარი "ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა". არსებობს დაურეგულირებელი ურთიერთობა ორ მეზობელ ქვეყანას - საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, სად აპირებს ეუთო-ს მისიის განლაგებას ბატონი მატეო მეკაჩი"- აღნიშნულია განცხადებაში.
დე-ფაქტო საგრეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ეუთო ვერ შეძლებს იმუშაოს ძველი მანდატით, ხოლო ახალი მანდატი ჯერ არ არსებობს.
,,სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ის თანახმაა ითანამშრომლოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ და შექმნილ პოლიტიკურ რეალობას აღიარებენ”-აღნიშნულია განცხადებაში.


















