უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აპრილი, 2020 12:35
font-size

ცხოველების დაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც იმსახურებს ადგილს ჩვენი ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის დღის წესრიგში - დეა მეტრეველი

ამ ურთულეს პერიოდში ცხოველების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც იმსახურებს ადგილს ჩვენი ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის დღის წესრიგში, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული უმძიმესი შედეგები შეეხო მიუსაფარ ცხოველებსაც და ასევე არასწორი ინფორმაციის გავრცელების შედეგად პატრონები ქუჩაში უშვებენ ცხოველებს.

“ჩვენი ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებისთვის შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით დაგვიანებული და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შედეგად ხშირ შემთხვევაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რის გამოც ათასობით მიუსაფარ ცხოველს ყოველდღიურად ემატება ვირუსის შიშით პატრონებისგან ქუჩაში მიტოვებული ასობით შინაური ცხოველიც. ამასთანავე, ყოველდღიურად იზრდება ცხოველებზე ძალადობის ფაქტებიც. მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, პანდემიის პერიოდში ცხოველების დაინფიცირების რისკებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა თავიდან ავიცილოთ ცხოველებზე ძალადობის ფაქტები", - აღნიშნავს დეა მეტრეველი.

მისივე განცხადებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის პირობებში, დახურული კვების და სარესტორნე ობიექტების და ადამიანების შეზღუდული გადაადგილების ფონზე მიუსაფარი ცხოველების გამოკვების პრობლემა, მათი რიცხვის ზრდის გათვალისწინებით, კატასტროფული შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს.

"ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების, ზოომაღაზიების და მოხალისეების მიერ არაერთი კამპანია წარმოებს საქართველოს ყველა რეგიონში მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად, რომელშიც “ლელოს” წევრებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, კარანტინის პირობებში, ჩვენი საზოგადოების რესურსებიც და შესაძლებლობებიც შეზღუდულია.

სამოქალაქო აქტივიზმის პარალელურად, მნიშვნელოვანია ეს საკითხი ხელისუფლების მიერ ასევე სათანადოდ იყოს შეფასებული. ამ ურთულეს პერიოდშიც ცხოველების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც იმსახურებს ადგილს ჩვენი ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის დღის წესრიგში.

მნიშვნელოვანია ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებთან და მოხალისეებთან მჭიდრო კომუნიკაციით მომზადდეს შესაბამისი სტრატეგიული გეგმა მიუსაფარი ცხოველების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამასთანავე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პანდემიის დასრულების შემდეგ, დროულად მიიღოს კანონი შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის შესახებ, რომელსაც ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე წლებია ითხოვენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ სტერილიზებული და ცოფზე აცრილი ცხოველთა პოპულაციის სწორი მართვა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემისთვის.

გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ცხოველების მოყვარულებს და გულშემატკივრებს, ვინც ამ უმძიმესი პანდემიის მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების დახმარებასთან ერთად, სოლიდარობას და ზრუნვას არ იშურებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის’’, - განაცხადა დეა მეტრეველმა.

30-31 მაისს თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება

25 მაისი, 2020 , 17:45

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს, პირველად, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა

25 მაისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1916 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში გამოიდარებს და დათბება

25 მაისი, 2020 , 17:35

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. „27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართვ

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება

25 მაისი, 2020 , 17:31

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმა

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

25 მაისი, 2020 , 17:24

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და ბაზრობის დაკეტვამ ისინი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვა. ერთერთი ვერსიით, ელია

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

25 მაისი, 2020 , 17:14

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფ