უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2018 13:55
font-size

ცხოველების მოვლა–პატრონობის წესის დარღვევისთვის, შესაძლოა, ჯარიმები გაიზარდოს

ცხოველების მოვლა–პატრონობის წესის დარღვევისთვის, შესაძლოა, ჯარიმები გამკაცრდეს და 200 ლარამდე გაიზარდოს.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის, ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, არსებული ჯარიმები 8 ლარიდან იწყება, რაც არაადეკვატურია, ამიტომ პირველ ჯერზე ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევა 50 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდება.

"როგორც მოგეხსენებათ, ცხოველთა მოვლის წესების დარღვევისთვის ჯარიმები 8 ლარიდან იწყებოდა. ეს არ არის ადეკვატური თანხა. ვგეგმავთ ჯარიმის ოდენობის ცვლილებაზე მუშაობას და შეთავაზებას შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოებისთვის. პირველ ჯერზე ჯარიმა 50 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 200 ლარიც შეიძლება იყოს. თუმცა, ჯარიმის ოდენობაზე მნიშვნელოვანი მისი აღსრულებაა. ამ კუთხით მუშაობა აუცილებელია. ცხოველის სიყვარული არ არის მისთვის თავზე ხელის გადასმა და კვება; მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე, სრული ციკლით მოვუაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და დავასუფთაოთ მის მიერ დაბინძურებული გარემო. თუკი 90-იან წლებში არასდროს ხდებოდა, რომ ვინმე პარკით მივიდოდა და თავისი ძაღლის ფეკალიას გადააგდებდა, დღეს ეს ყოველდღიურობაა და ამ მხრივ პროგრესი გვაქვს. მაგრამ ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რაც თვითკმაყოფილების საშუალებას მოგვცემს. ცნობიერების ამაღლებაზე და ჯარიმების გაზრდაზე მუშაობა აუცილებელია",- განაცხადა ლომჯარიამ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი