უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივლისი, 2020 12:15
font-size

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ 359 500 ლარის ავტომანქანებში გაფლანგვას აპირებს - „თავისუფალი საქართველო“

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერს ეხმაურება.

პარტიის ცნობით, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, სააგენტო 3 სხვა და სხვა ტიპის 2019 წლიან ექსპლუატაციაში არ ნამყოფ, ახალი ავტომანქანების შეძენას აპირებს, კერძოდ 3 მსუბუქი ფურგონიანი ავტომანქანის, 2 მსუბუქი ჰიბრიდული ძრავის ავტომანქანისა და 2 სატვირთო ფურგუნის.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ტენდერების საერთო ღირებულება 359 500 ლარს შეადგენს.

„იმ პირობებში, როდესაც საერთოდ ეჭვს იწვევს სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ საქმიანობის ეფექტურობა, ქალაქი გადავსებულია უყურადღებოდ მიტოვებული ცხოველებითა და ცხოველთა თავშესაფრები არ ფუნქციონირებს შესაბამისად, სააგენტო თანხებს არამიზნობრივ ფუფუნებაში ხარჯავს, ერთი შეხედვით ნორმალურია ფურგონების შეძენა, რომელიც „სავარაუდოდ“ ცხოველთა გადასაყვანადაა განკუთვნილი, მაგრამ გაუგებარია და ფულის ფლანგვაა 2019 წლის ახალი, ექსპლუატაცაიში არ ნამყოფ, ძვირადღირებულ ავტომანქანებში ფულის გადახდა, როდესაც ეკონომიკური კრიზისისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სიმწირის პირობებში, ბევრად იაფად -1/3 ფასში შესაძლებელია მეორადი ავტომანქანების შეძენა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს იგივე მიზნობრივობით.

აშკარაა, რომ სააგენტო ორიენტირებულია ფუფუნებაზე და არა მისი უფლება -მოვალეობის ეფექტურად განხორციელებაზე. თუნდაც, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფურგონებზე, რომელიც ცხოველთა გადასაყვანადაა საჭირო, ნამდვილად ფუფუნებაა 2 მსუბუქი 2019 წლიანი ახალი ჰიბრიუდული ავტომანქანის 125 000 ლარად შეძენა, რომელიც აშკარად კონკრეტული პირის კომფორტისთვის არის განკუთვნილი.

„თავისუფალ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აღნიშნული ტენდერი, ხოლო ავტომანქანების შეძენა უნდა მოხდეს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ასევე, არ არის აუცილებელი, ავტომანქანა იყოს 2019 წლის ბოლო მოდელი. ხოლო, სააგენტოს ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხა უნდა მოხმარდეს თავშესაფრებსა და პრობლემის მოგვარებას,“- ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს

15 აგვისტო, 2020 , 16:29

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.

პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს

15 აგვისტო, 2020 , 16:20

მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ - მინისტრ გ

სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცეს

15 აგვისტო, 2020 , 15:17

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა. სამინისტროს რეკომენდაციების თან

მოქალაქეებმა, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართონ - პაატა იმნაძე

15 აგვისტო, 2020 , 14:55

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელებ

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

15 აგვისტო, 2020 , 13:58

თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „პროექტით განსაზ

პრემიერ-მინისტრი სამებაში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

15 აგვისტო, 2020 , 13:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე