უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

17 აპრილი, 2018 13:50
font-size

ცხოველური წარმოშობის დაავადებები, რომელებიც ადამიანებში ლეტალურ შედეგს იწვევენ

საქართველოში, საყურე ნიშნებით იდენტიფიცირებულია მსხვილფეხა საქონლის 90%-ზე მეტი, რაც ქვეყანაში სურსათის უვნებლობის ასევე კეთილსაიმედო გარემოს გარანტიაა. თუმცა, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყანაში პრობლემად რჩება ფერმერების არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ.

ადამიანს და ცხოველს დაავადებების 70% საერთო აქვთ, მათ შორის ისეთი დაავადებები, რომელებიც ლეტალური შედეგით მთავრდება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიმართვის შედეგად შედგენილი სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად 450-მდე ადამიანი ავადდება ცხოველიდან ადამიანზე გადამდები ისეთი დაავადებით როგორიცაა: ჯილეხი, ბრუცელოზი, ტუბერკულიოზი და სხვა. ცხოველიდან ადამიანზე გადამდებ დაავადებების პრევენციისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო არაერთ პროგრამას ახორციელებს, მათ შორის ცხოველთა იდენტიფიკაციისა და ვაქცინაციის პროგრამა (NAITS), რომლის იმპლემენტაცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორ ავადდება ადამიანი ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებით

საქონელთან ყოველდღიური კონტაქტის გამო, ზოონოზებით დაავადებების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ფერმერები არიან. მაგალითისთვის, ბრუცელოზით ან ყვავილით დაავადებული საქონლის მეპატრონე, შეიძლება დაინფიცირდეს ზემოხსენებული დაავადებებით, ცხოველის მოწველის დროს. ბრუცელოზი, ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომაც შესაძლოა მან ქრონიკული ხასიათი მიიღოს, რაც მამაკაცებში (მოზარდებში) უშვილობას იწვევს. ბრუცელოზის გადადების კიდევ ერთი გზაა, დაავადებული ცხოველის რძისგან წარმოებული პროდუქტების მოხმარება.

ბრუცელოზისგან განსხვავებით, ლეტალურ შედეგს იწვევს ჯილეხი. ჯილეხი, რომელსაც სამი ძირითადი ფორმა გააჩნია: კანის, ნაწლავების და ფილტვების, ადამიანს, ცხოველის ოჯახის პირობებში დაკვლით, ასევე დაავადებული ცხოველის ხორცის დამუშავებით ან აღნიშნული ხორცით მომზადებული საკვების მიღებისას შეიძლება გადაედოს. ჯილეხის შემთხვევაში, განსაკუთრებით საშიშია ნაწლავური და ფილტვების ფორმა, რადგან კანის ფორმისგან განსხვავებით მათ არ გააჩნიათ ვიზუალური მახასიათებლები, (კანის ფორმას ახლავს ქსოვილის ზედაპირზე წყლული) შესაბამისად მათი იდენტიფიკაცია გაცილებით რთულია.

ზოონოზური დაავადებების პრევენცია

ზოონოზური და არა მხოლოდ ზოონოზური დაავადებების პრევენციისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო (სეს) მუდმივად ახორციელებს ვაქცინაციის პროგრამას, რომელსაც ხარჯებსაც სახელმწიფო სრულად ფარავს და შესაბამისად უფასოა მოსახლეობისთვის. აგრეთვე, სეს-ი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამას (NAITS) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანს, ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური გარემოს შექმნა და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შემცირება წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირებული და აცრილი ცხოველები დაცული არიან ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა: ჯილეხი, ბრუცელოზი, თურქული და სხვა, რაც ქმნის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს, როგორც ფერმერებისთვის და მათი ოჯახებისთვის ასევე ცხოველური პროდუქტის მომხმარებლებისთვის. შესაბამისად სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება, მაკონტროლებელ სახელმწიფო სტრუქტურებსა და პროდუქტის მწარმოებელ/მომხმარებელ ფერმერებს შორის.

მნიშვნელოვანია, ფერმერებმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩართონ საკუთარი საქონელი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამაში, ამგვარად ისინი თავიდან აიცილებენ ყველა დაავადებას, რომელიც შესაძლოა სახიფათო იყოს მათი ჯანმრთელობისთვის.

საქართველოში ხვალ უნალექო ამინდს ელიან

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა

მალე - iPhone XR ჩვენს მაღაზიებში

19 ოქტომბერი, 2018 , 16:50

2 ნოემბრიდან ჯეოსელი სილქნეტთან ერთად მომხმარებელს უახლეს ინოვაციურ iPhone XR-ს შესთავაზებს. დაჯავშნა შესაძლებელია 26 ოქტომბრიდან ჯეოსელის ვებ გვერდზე www.geocell.ge

მეცნიერებმა თამბაქოს სასარგებლო თვისებები აღმოაჩინეს

19 ოქტომბერი, 2018 , 16:30

ავსტრალიელ მეცნიერთა აღმოჩენა, სავარაუდოდ, უამრავ ქვეყანაში საკანონმდებლო ცვლილებებს გამოიწვევს. საქმე ის გახლავთ, რომ ლა ტრობის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, დეკორატიული თამბაქოს (Nicotiana alata) შემადგენლობაში

ნინო ლეჟავა ბათუმში იმღერებს და ხოსე კარერასის მასტერკლასისთვის მომღერლებს შეარჩევს

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

ცნობილი ქართველი სოპრანო, " რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს" სახელობის საოპერო მომღერლების საერთაშორისო აკადემიის (იტალია, ქ. პეზარო) სამხატვრო დირექტორი ნინო ლეჟავა თბილისშია.  ნინო ლეჟავა 25 ოქტომბერს ბათუმის

საქართველოში დღეს უნალექო ამინდს ელიან

19 ოქტომბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი, ზოგან ძლიერი

საქართველოში ხვალ უნალექო ამინდს ელიან

18 ოქტომბერი, 2018 , 16:00

სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი, ზოგან ძლიერი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`