უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2016 15:00
font-size

ცხრა ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს

ცხრა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. 2016 წლის არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით იყო ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ.

”ჩვენ ქვემორე ხელისმომწერი პარტიები მივიჩნევთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული და უკან გადადგმული ნაბიჯი 2012, 2013 და 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, შემდეგი მიზეზების გამო:

1. მმართველმა პარტიამ არ განახორციელო საკუთარი საარჩევნო პროგრამით დაპირებული საარჩევნო რეფორმა, არ გააუქმა არადემოკრატიული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მეტიც, არჩევნების წინ საარჩევნო კანონში ყველა ცვლილება განახორციელა დისკრიმინაციულად, ოპოზიციასთან კონსულტაციის გარეშე. არ იქნა გათვალისწინებული ოპოზიციის არცერთი შენიშვნა და წინადადება;

2. უცვლელი დარჩა ამომრჩეველთა სიები, რომელიც არარეალურად მრავალრიცხოვანია და რასაც წინა ხელისუფლების პირობებში მწვავედ აკრიტიკებდა დღევანდელი რეჟიმი. დაპირების მიუხედავად არ იქნა შემოღებული ამომრჩევლის ბიომეტრიული ვერიფიკაციის მექანიზმი;

3. სახელმწიფო აპარატი, საჯარო მოსამსახურეები, მ.შ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურად იყვნენ ჩართული მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში;

4. ხელისუფლებამ შექმნა არაფორმალური ჯგუფები, როგორც სპორტსმენების ისე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შემადგენლობით, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებითაც მობილიზებული იყვნენ ე.წ. „რთულ უბნებთან“ და ახდენდნენ ამომრჩეველზე ზეწოლას;

5. საარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონდა ზემო აღნიშნული ჯგუფების მხრიდან ოპოზიციის მხარდამჭერების და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების არაერთ ფაქტს, აგრეთვე იმ საარჩევნო უბნების დარბევას, რომელსაც ხელისუფლება აგებდა. არც ერთი ზ/ა ფაქტი არ არის გამოძიებული, ხოლო საყოველთაოდ ცნობილი ეჭვმიტანილები წახალისებული არიან;

6. უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო ამომრჩევლის მოსყიდვამ, განსაკუთრებით სოციალუად დაუცველი პირების დაშინებამ, რომ მოეხსნებოდათ სოციალური დახმარებები თუ არჩევანს არ გააკეთებდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ;

7. ბიზნესი, რომელიც იმყოფება კვლავაც ძლიერი ზეწოლის ქვეშ აფინანსებდა მხოლოდ მმართველ პარტიას. გარდა ამისა მმართველი პარტიის მიერ მობილიზებულ იქნა მრავალმილიონიანი არალეგალური საარჩევნო ფონდი, საიდანაც ოფიციალური დეკლარირების გარეშე ხელფასი გადაუხადეს დაახლოებით 70 000 ე.წ. „კოორდინატორს“;

8. არჩევნების წინა პერიოდში დაიხურა რამდენიმე ცენტრალურ არხზე პოლიტიკური გადაცემები, რამდენიმე არხს კი შეეცვალა მესაკუთრე ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებით. ოპოზიციის ნაწილს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა;

9. კენჭისყრის დღეს ე.წ. ‘’კარუსელის’’ არაერთი ნაირსახეობა გამოვლინდა. ხშირი იყო შემთხვევა როცა არ იყენებდნენ მარკირებას და ადამიანები სხვის მაგივრად აძლევდნენ ხმას, უამრავ შემთხვევაში დარღვეული იყო არჩევნების ფარულობა.

10. გაყალბებამ განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო ხმის მიცემის დასრულების შემდეგ. უბნების დახურვისთანავე დაიწყო ბიულეტენებით ჯერ არ ნახული მანიპულირება და არასასურველი პარტიების ბიულეტენების სხვა პარტიების ბიულეტენებში შერევა;

11. ადგილი ჰქონდა ბიულეტენების მასობრივ გაბათილებას(მთლიანობაში გაბათილდა 137 000 ხმა).

12. გამოვლენილია ასეულობით გაყალბებული ოქმი, რომელთა უმეტესობა არის დაუბალანსებელი, ბევრ მათგანში დაფიქსირებულია ამომრჩევლების 100%-იანი გამოცხადება უბნებზე, გამოაშკარავდა წინასწარ ხელმოწერილი და გაყალბებული მონაცემების ჩასაწერად გამზადებული ოქმები.

13. მმართველი პარტიის მიერ სრულად კონტროლირებადმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა რეალურად არ განიხილეს და უყურადღებოდ დატოვეს ოპოზიციური პარტიების საჩივრები ზ/ა დარღვევებთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ უარი თქვა ასობით სადავო უბნის შედეგებიდან გადაეთვალა თუნდაც რამდენიმე;

14. შედეგად მმართველმა პარტიამ, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში მოიგო ყველა მაჟორიტარული ოლქი (ფორმალურად 73-დან 72). საერთო ჯამში კი ამომრჩეველთა ხმების უმცირესობით (48%) მმართველმა პარტიამ მიიღო მანდატების საკონსტიტუციო უმრავლესობა (3/4).
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. საქართველოს ოპოზიციური პარტიები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ვაფასებთ, როგორც ტოტალურად გაყალბებულს, არათავისუფალს და არასამართლიანს, რომლის შედეგადაც დამახინჯებულ იქნა ქართველი ხალხის ნება, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა არ ასახავს ადეკვატურად საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს და არ გააჩნია ლეგიტიმაციის სათანადო ხარისხი;
2. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა რათა გამოვლენილი და გამოძიებული იქნას კონკრეტული დარღვევები კანონით დადგენილი წესით, მ.შ: გაიხსნას და გადაითვალოს ხმები სადავო უბნებზე და დაისაჯონ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ”თავისუფალი საქართველო”, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”, ”ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, ”თავისუფლება”, ”ლეიბორისტული პარტია”, ”პატრიოტთა ალიანსი”, ”ტრადიციონალისტთა კავშირი”, ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი