უკან
საზოგადოება
28 დეკემბერი, 2017 15:45
წყლის ტარიფი ძვირდება
თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალი ძვირდება.
გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით 6 თეთრით, გაუმრიცხველიანებლისთვის კი, 1 სულზე დაახლოებით 75 თეთრით იზრდება.
არასაყოფაცხოვრებო სექტორის შემთხვევაში კი, წყლის ტარიფი მცირედით იკლებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3 - 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.89 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 4.40 ლარი.
დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.