უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2020 14:40
font-size

ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით სოფელ შრომაში სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს ატარებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში უპატრონი ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ადგილზე იმყოფებიან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვეტერინარულ ღონისძიებებს - სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

„სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ითანამშრომლონ ვეტერინარებთან, დროულად ჩაუტარონ საკუთარ ცხოველებს ვაქცინაცია, ხოლო საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის, დადორბლის შემთხვევაში, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით, რაც ლეტალური შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ხდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბლის შედეგად.

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად ახორციელებს პატრონიანი და მიკედლებული ძაღლებისა და კატების პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ.

2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაქცინირებულია (პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაცია) დაავადების ამთვისებელი 300 ათასამდე ცხოველი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

17 თებერვალი, 2020 , 17:10

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება

17 თებერვალი, 2020 , 17:05

19 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათზე, აბიტურიენტთა ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის საგნობრივი

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

17 თებერვალი, 2020 , 16:20

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" გამოქვეყნებას. მათში დეტალურადაა მოცემული ფინანსური და მაკრ

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ თავმჯდომარე და წევრები აირჩია

17 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობას ახალი წევრები და თავმჯდომარე ჰყავს. როგორც „მედიანიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, შესაბამისი გა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა

17 თებერვალი, 2020 , 15:31

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldquo

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის ნაცვლად მერიას რესტორნის აშენებას სთავაზობენ

17 თებერვალი, 2020 , 14:45

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი კომპანია მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს. ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ. მის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`