უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მარტი, 2017 15:15
font-size

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები, 31 მარტს საზოგადოებას პარლამენტის შენობასთან გამოსვლისკენ მოუწოდებენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილები, საზოგადოებას მოუწოდებენ მივიდნენ პარლამენტის შენობასთან, რათა, ყოფილი პრეზიდენტის საქმის საქმიანი და ობიექტური გამოძიება მოხდეს.

როგორც პრესკონფერენციაზე კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, ის საზოგადოებას პარლამენტთან 31 მარტს, დღის 16:00 საათზე ელოდება.

„მინდა მივმართო ჩემი და ცოტნე განსახურდიას სახელით ჩვენს ხალხს და საზოგადოებას. ძვირფასო მეგობრებო, 31 მარტს, დღის 16:00-ზე მობრძანდით საქართველოს პარლამენტთან. მოდით, რათა ერთად მივაღწიოთ სამართლიანობას, სამართლიანობის დადგენას და მოვითხოვოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის, საქმიანი და ობიექტური გამოძიება. გამოძიება რომელსაც არ დაადგა ბოლო“,-განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს „1991-1993 წლების სამხედრო -კრიმინალური გადატრიალების არამხოლოდ ფორმალური, არამედ სახელმწიფო დონეზე შეფასება“.

„მოვითხოვოთ 1991-1993 წლების სამხედრო -კრიმინალური გადატრიალების, სახელმწიფო დონეზე შეფასება, ანუ არა მხოლოდ მოკლე და ფორმალური შეფასება, არამედ უფრო ვრცელი, საქმიანი და თავისი ნორმატიული აქტებით და იმ დამანგრეველი შედეგების ლიკვიდაციით, რაც მოჰყვა ამ სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებას. კერძოდ, მის შედეგად, სახელმწიფოს სათავეში განდევნილი იქნა კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ზვიად განსახურდია, მისი უზენაესი საბჭო და აღზევდა სამხედრო-კრიმინალური ხუნტა, რომელიც კი არ მართავდა ქვეყანას, არამედ, რომელმაც ქვეყანა გადაჩეხა კრიმინალურ ანარქიაში, მოსახლეობა გადაჩეხა არნახულ სიღარიბეში და აწარმოა უკანონო ლაშქრობები, განსაკუთრებით, სამეგრელოს რეგიონში“,-აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდია.

მონიკა დავლიანიძე

ეკატერინე ტიკარაძემ „კოვიდ-19“-ის პოსტკრიზისული გეგმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად განიხილა

3 ივნისი, 2020 , 13:45

„კოვიდ 19“-ის პოსტკრიზისული გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელ

ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2 პროცენტით გაძვირდა

3 ივნისი, 2020 , 13:15

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგ

მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა

3 ივნისი, 2020 , 12:10

2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საბაზო ინფლაციამ მაისში, გასული წლის შესა

წელს რამდენიმე ასეული, ნატოს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას ვგეგმავთ - ირაკლი ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2020 , 11:40

„წელს ვგეგმავთ რამდენიმე ასეული ნატოს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას და არსებულის ჩანაცვლებას,“-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღამის კურიერის“ ეთერში თავდაცვის ძალებში მიმდ

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 65-მა კადეტმა დაამთავრა

3 ივნისი, 2020 , 11:30

ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეცხრე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ კურსდამთ

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ

3 ივნისი, 2020 , 11:25

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!