უკან
საზოგადოება
21 აპრილი, 2018 16:40
ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი საპატრულო პოლიციის მიერ დადგენილია და მოხდა მისი გამოკითხვა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.