უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
ცოტნე გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადო შიმშილობა დაიწყო 09.09.2012 13:06

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ 8 სექტემბრიდან რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადო შიმშილობა დაიწყო.

გამსახურდიას ორი მოთხოვნა აქვს: ფართო საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი ყურადღება მიექცეს საქართველოში პატიმართა მდგომარეობას და ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდეს ყველა დაავადებულ პატიმარს, მათ შორის მასაც.

ეს გამსახურდიას მიერ დაწყებული რიგით მეხუთე შიმშილობის აქციაა. მან სხავადსხვა მოთხოვნით, სხვადასხვა დროის მონაკვეთში საერთო ჯამში საქართველოს საპატიმროებში 194 დღე იშიმშილა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ამჟამად სასჯელს მკვლელობის მცდელობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სახელმწიფო მოხელის მოქრთამვის ბრალდების საფუძველზე იხდის. განაჩენთა საბოლოო შეკრების საფუძველზე მას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი. საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული. ადვოკატ ქეთი ბექაურის მტკიცებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი მის სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს.