უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ოქტომბერი, 2017 20:19
font-size

„თსუ ინოვაცია“-ში გამარჯვებული პროექტის ავტორი NASA-სთან თანამშრომლობას გეგმავს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „თსუ ინოვაცია“ ფარგლებში საუკეთესო სტუდენტური ინოვაციური პროექტები გამოვლინდა. სტუდენტ ფიზიკოსთა საინიციატივო ჯგუფის პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს, საუკეთესო 8 პროექტი კი უნივერსიტეტის ფოიეში გამოიფინა. სამი საუკეთესო პროექტის ავტორებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი გახდა პროექტი: „ინოვაციური ავია-კოსმოსური ტექნოლოგიები“, რომლის ავტორიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ქაჩლიშვილია. მისი პროექტით საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრები დაინტერესდნენ.

„ჯანსაღი კონკურენცია წარმატების საწინდარია და ასეთი პროექტები ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენის შესაძლებლობას მოგვცემს. რაც შეეხება ჩემს პროექტს, ესაა ავია-კოსმოსური ტექნლოგიები, იგი დავიწყე რამდენიმე წლის წინ და ახლა ვთანამშრომლობ სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ვცდილობ NASA-სთან თანამშრომლობასაც“,- ამბობს გიორგი ქაჩლიშვილი. მისი აზრით, მსგავსი პროექტები მომავალშიც უნდა განხორციელდეს, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობენ მეორე ადგილზე გასული პროექტის „შტელლარ Bუსინესს Mანაგემენტ შყსტემ” ავტორები რევაზ კაკაბაძე და ოთარ ქავთარაძე; ხოლო მესამე ადგილი ერგო ეკატერინე დადიანის, ანა ლომაშვილისა და ლანა რეხვიაშვილის პროექტს „კვარკი“, ისინი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტსა და თსუ-ში სან დიეგოს უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის მიმართულებას წარმოადგენენ.

პროექტის „თსუ ინოვაცია“ ერთ-ერთი ავტორის, თსუ სტუდენტის გიორგი მეშველიანის თქმით, პროექტის მიზანი სტუდენტებში ინოვაციური იდეების წახალისება და თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელებაა. „სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ფულადი პრიზის მოპოვების პარალელურად გამოფენაზე თავიანთი იდეები პოტენციურ ინვესტორებსა და დამსაქმებლებს გააცნონ და მათი განხორციელებისთვის შესაბამისი დაფინანსება მოიპოვონ“, -განაცხადა პროექტის ავტორმა.

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ. „ეს პროექტები ითვალისწინებს სამეცნიერო-კვლევითი იდეების კომერციალიზაციას, რაც ჩვენი უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ პროექტების ავტორებს უკვე ჰქონდათ საინტერესო მოლაპარაკებები ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა მათგანს საინტერესო გამოხმაურება ექნება, დაინერგება და ხორცი შეესხმება ამ იდეებს,“ -აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

„თსუ ინოვაციაში“, რომელიც სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა, 30-მდე პროექტი მონაწილეობდა. აქედან სპეციალურმა ჟიურიმ 10 საუკეთესო შეარჩია. სამ საუკეთესო პროექტზე განაწილდა საპრიზო ფონდი 5000 ლარის ოდენობით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც გამარტივდება ტვირთების გადაზიდვა, ღონისძიებების დაგეგმვა, ენის შესწავლა და საცობით გადატვირთულ ქალაქში გადაადგილება. გამარჯვებული პროექტი ეხება ინოვაციური ძრავის იდეას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავებსა და კოსმოსურ ძრავებში გამოიყენონ.

2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა. რექტორის ინიციატივით, გამჭვირვალობის და პარიტეტის დასაცავად შეიქმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიან. ათი თვის განმავლობაში საბჭოში შევიდა 170 პროექტი, რომელთაგან დაფინანსდა 152. 2017 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტში 600 ათასი ლარი სტუდენტური სამეცნიერო პროექტებისთვის გამოიყო, 180 ათასი ლარი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტებისთვის.

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამაინი დაშავდა

16 დეკემბერი, 2017 , 17:29

ბათუმში ორი მანქანის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, აქედან ორი მოზარდია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხო

ხულოში მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს

16 დეკემბერი, 2017 , 17:25

დღეს დილით ხულოში მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც პირველი არხი ხულოს რესურსცენტრის უფროსზე, ედუარდ მიქელაძეზე დაყრდნობით იტყობინება, მოზარდმა თავი მოიკლა. მიქელაძის ინფორმაციით, მე-12-კლასელის ოჯახი ვაშლ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს პასუხი საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაზე

16 დეკემბერი, 2017 , 14:15

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდეს ამ საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს. საზოგადობრივი მაუწყებ

ისრაელის სახლის ორგანიზებით, ფორუმი და ებრაული ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალი გაიმართა

16 დეკემბერი, 2017 , 13:35

„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ებრაული ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალი, აინთო ხანუქას სანთელი და ქართველი სტუდენტების მონაწი

თავდაცვის მინისტრი პოლკოვნიკ ჯონ ქაროლს შეხვდა

16 დეკემბერი, 2017 , 11:50

საქართველოში ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილე იმყოფება. პოლკოვნიკ ჯონ ქაროლს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს

საქართველოსა და ინდონეზიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

16 დეკემბერი, 2017 , 11:50

წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა; ელექტრონული მმართველობა და გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებები; ელექტრონულად ხელმისაწვდომი სერვისები, რომელთა მიღებაც ქვეყნის მოქალაქეებს სწრაფად და მარტივად შეუძლიათ; წარმატებული კიბერუს