უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2017 17:00
font-size

თსუ ლექსიკოგრაფიაში ევროპული სამაგისტრო პროგრამის ასოცირებული წევრი გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლექსიკოგრაფიაში ევროპული სამაგისტრო პროგრამის (EMlex, European Master in Lexicography) ასოცირებული წევრი გახდა. სამაგისტრო პროგრამა 10 წლის წინ რვა ევროპული უნივერსიტეტის კონსორციუმმა დააარსა. კონსორციუმის წევრები არიან: ერლანგენ-ნიურნბერგის ფრიდრიხ-ალექსანდერის სახელობის უნივერსიტეტი (გერმანია), რეფორმატორული ეკლესიის კაროლი გაშპარის სახელობის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში (უნგრეთი), სტელენბოსის უნივერსიტეტი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), სილეზიური უნივერსიტეტი კატოვიცეში (პოლონეთი), ლოთარინგიის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), მინიუს უნივერსიტეტი ბრაგაში (პორტუგალია), სანტიაგო-დე-კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) და უნივერსიტეტი რომა ტრე (იტალია). პროგრამას ხუთი ასოცირებული წევრი ჰყავს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტი (გერმანია), ტეხასის უნივერსიტეტი ოსტინში (აშშ), რიუ-გრანდი-დუ-სულის ფედერალური უნივერსიტეტი (ბრაზილია) და გერმანული ენის ინსტიტუტი, მანჰაიმი (გერმანია).

სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტები წელიწადში ერთხელ ირიცხებიან. სასწავლო პროცესში დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული, რაც ლექსიკოგრაფიის მაღალ აკადემიურ დონეზე სწავლებას უზრუნველყოფს. გარდა თეორიული კურსებისა, პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ კურსებს და სტაჟირებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ლექსიკოგრაფიული საქმიანობის უნარ-ჩვევებს სხვადასხვა გამომცემლობებში ეუფლებიან. პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ინგლისური და გერმანული ენების კარგი ცოდნაა. ლექსიკოგრაფიაში ევროპულ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების სწავლისა და ცხოვრების საფასურს ერასმუს+ პროექტის ფარგლებში მთლიანად ევროკავშირი აფინანსებს. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს თავისუფლად შეეძლებათ ბეჭდური და ელექტრონული ლექსიკონების შედგენა, გამომცემლობებში მუშაობა და სხვა. აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებზე გაიცემა ერთობლივი დიპლომი, რომელსაც ხელს აწერს პროგრამის დამფუძნებელი რვა უნივერსიტეტის რექტორი. ლექსიკოგრაფია სწრაფად განვითარებადი, ინტერდისციპლინური დარგია და, ამდენად, რვა უნივერსიტეტის რესურსის გაერთიანება სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის სრულიად უნიკალურ პირობებს უქმნის სტუდენტებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექსიკოგრაფია სამივე აკადემიურ საფეხურზე ისწავლება. სწორედ ამან განაპირობა სამაგისტრო პროგრამაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ წევრად მიღება; ასევე, თბილისში 2016 წელს დიდი წარმატებით ჩატარებულმა ევროპის ლექსიკოგრაფთა ასოციაციის მე-17 საერთაშორისო კონგრესმა, რომელმაც საერთაშორისო ლექსიკოგრაფიულ წრეებში გაზარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლექსიკოგრაფიული ცენტრის ცნობადობა. 2019 წლიდან ევროპული პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციებს თსუ-ის პროფესორი თინათინ მარგალიტაძეც წაიკითხავს.

გლობალიზაციის ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლექსიკოგრაფიას, ლექსიკოგრაფიული რესურსების შექმნას ცალკეული ენების გადასარჩენად. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ევროპულ სამაგისტრო პროგრამასთან უნივერსიტეტის დაკავშირება და მომავალი პროფესიონალი ლექსიკოგრაფებისათვის ევროპული განათლების მიცემა.

საკვანძო სიტყვები:

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ

თურქეთში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

30 მაისი, 2020 , 13:30

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. "ვადასტურებთ რომ გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. ცხედარს უტარდება ექსპე