უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ოქტომბერი, 2016 15:40
font-size

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბახვა კვირიკაშვილის ინფორმაციით, თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს გაიმართება. როგორც ბახვა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,

თვითმმართველობის არჩევნები 2016 წლის მაისში უნდა გამართულიყო, თუმცა უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების გამო ვერ ჩატარდა.

,,ჩვენს დებულებაში გაწერილია მუხლი, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს ექვსი თვით. იმ დროს უნივერსიტეტში არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ რეალური არჩევანი გაეკეთებინათ სტუდენტებს და არჩევნები მშვიდ გარემოში გამართულიყო. ამიტომაც სტუდენტური თვითმმართველობის მაშინდელმა ბორდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გადაგვეწია 6 თვით. ზუსტად ნოემბერში გადიოდა ეს ექვსი თვე, როგორც დებულებით არის გაწერილი“, - განაცხადა განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, საარჩევნო დებულების მე-8 მუხლში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული კურსიდან სტუდენტები პირდაპირი წესით შევლენ ფაკულტეტის საბჭოებში.

ბახვა კვირიკაშვილმა უნივერსიტეტის ახალ ხელმძღვანელობას მოუწოდა, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება უზრუნველყონ.

ჩვენ ცუდი წარსული და პრაქტიკა გაგვაჩნია წინა რექტორისგან, რომ ცდილობდნენ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ჩარევას, რაც კანონით აკრძალულია”, - აღნიშნა ბახვა კვირიკაშვილმა.

მარი ნამგალაძე

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძ

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,

თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`