უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 იანვარი, 2017 18:45
font-size

თსუ-სა და კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ ჰიუნდაი“ სეზონს განახლებული შემადგენლობითა და ახალი მიზნებით იწყებს. კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დახმარებით თსუ საკალათბურთო გუნდს სამი ლეგიონერი შეემატა ამერიკის სტუდენტური საკალათბურთო ლიგიდან. თსუ-სა და გუნდის გენერალურ სპონსორს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორმა დავით გიორგობიანმა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრებაში, გაერთიანდა ორი გუნდი, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდი და ჰიუნდაის გუნდი. ჩვენ გვგონია, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. გუნდს სამი ლეგიონერი დაემატა აშშ-ის სტუდენტური ასოციაციიდან, ასე რომ, ძალიან დიდი და კარგი პერსპექტივები ჩანს. ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ აქტივობას, რომელიც გამიზნულია ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაციისკენ“,- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორის დავით გიორგობიანის ინფორმაციით, კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ძალიან აქტიურადაა ჩაბმული საკალათბურთო ცხოვრებაში. „გვაქვს სპორტული სკოლა, ვმონაწილეობთ ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში წლების განმავლობაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩვენთვის ახალი პერსპექტივაა და ვფიქრობ, ძალიან წარმატებული იქნება ეს თანამშრომლობა“-განცხადა დავით გიორგობიანმა.

ხელშეკრულება მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კალათბურთის განვითარებაში დახმარებას, სპორტულ მენეჯმენტში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები ითანამშრომლებენ კლუბის განვითარებისათვის და მისი წარმატებულად გამოსვლისათვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გამართულ ეროვნულ ჩემპიონატებში.

„მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ ვიმუშაოთ ძალიან ბევრი და გავიმარჯვოთ “ა” ლიგაში. ვფიქრობ, ჩვენ გუნდს ამის დიდი შანსი აქვს“- აღნიშნა თსუ საკალათბურთო გუნდის წევრმა, ამერიკელმა ლეგიონერმა კრისტოფერ ანდერსონმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი 1924 წლიდან არსებობს. სხვადასხვა დროს გუნდში თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, მიხეილ კეკელიძე, სულიკო თორთლაძე და სხვები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უნივერსიტეტის ვაჟთა საკალათბურთო გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2014 წლამდე უწყვეტად ასპარეზობდა. თსუ საკალათბურთო გუნდი ეროვნული ჩემპიონატის სუპერლიგის ორგზის (2010 წ, 2011 წ.) მეორეადგილოსანი, ხოლო 2011 წელს ქორქია-საკანდელიძის მემორიალური თასის გამარჯვებულია. 2014 წლიდან დღემდე გუნდი ეროვნული ჩემპიონატის „ა“ ლიგაში ასპარეზობს და სეზონის ბოლოსთვის უმაღლეს ლიგაში გადასვლას გეგმავს. გუნდის 9 წევრი საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებში თამაშობს.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი