უკან

საზოგადოება

27 თებერვალი, 2017 16:55
font-size

თსუ-ში აკაკი შანიძის 130 წლის იუბილე აღნიშნეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკაკი შანიძის დაბადებიდან 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა.

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, უნივერსიტეტი იუბილეს რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნა. კერძოდ, გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია, გაიმართა ფოტოგამოფენა „აკაკი შანიძე-130“, აგრეთვე შანიძის ნაშრომებისა და პერიოდიკაში დაბეჭდილი სტატიების პრეზენტაციაც.

თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ნანა გაფრინდაშვილმა აკაკი შანიძის მიერ ქართულ მეცნიერებაში შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

„ის იყო დიდი ენათმეცნიერი, წარმატებით მუშაობდა რუსთველოლოგიაში, დიალექტოლოგიაში და კიდევ მრავალ სხვა დარგში, სადაც შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები. თსუ აგრძელებს აკაკი შანიძის ტრადიციებს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება ის გზა, რომელიც აკაკი შანიძემ დაიწყო, ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ 130-მდე საგანს, რომლებითაც ვასწავლით ქართულ და ქართველურ ენებს და ამ საგნების შესწავლა შეუძლიათ არამარტო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, არამედ ეს საგნები შეუძლიათ აირჩიონ სტუდენტებმა ნებისმიერი ფაკულტეტიდან“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, აკაკი შანიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესურის წევრი იყო. მან წამოიწყო სამეცნიერო ხარისხის მოპოვება საქართველოში, ასევე წვლილი შეიტანა ქართული გრამატიკული აზრის განვითარების ისტორიაში. გარდა ამისა მუშაობდა შემდეგ სფეროებში: რუსთველოლოგია, ძველი ქართული ენა, ახალი ქართული ენა, ფოლკლორისტიკა, ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფია, ხელნაწერთმცოდნეობა, ქართული ენის ისტორია, ქართული ენის დიალექტოლოგია, უმწერლობო ქართველური ენები, არმენისტიკა, ალბანური ენა.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი