უკან

საზოგადოება

24 აპრილი, 2019 15:10
font-size

თსუ-ში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული კვლევითი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა.

როგორც „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრი დაეხმარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლაში.

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ევროპული აკადემიის (Academia Europea) რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს წარმოადგენს და მოემსახურება მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისათვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების წახალისებისათვის. თბილისის ცენტრი მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.

ირინა აბულაძის განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების მიმართულებით მთავარ ამოცანას, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია და განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა წარმოადგენს. მისივე თქმით, მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განისაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება და სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.

„განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის პროცესში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრის გახსნას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, სადაც „აკადემია ევროპეას“ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ საგანმანათლებლო ჰაბს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება,“ - აღნიშნა ირინა აბულაძემ.

„კახი კალაძე მილანიდან თმაშეჭრილი დაბრუნდა“

21 აგვისტო, 2019 , 19:05

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი იმ 18-პუნქტიან ჩამონთვალს აქვეყნებს ფეისბუქში, რაც „რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო ვერ თქვა. „ის, რაც ვერ თქვა რ2-მა "კურიერის" გაჩერების გამო:1

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ - საგარეო უწყება

21 აგვისტო, 2019 , 17:25

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები განაგრძობენ ერთობლივ სამუშაოებს სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართ

ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მძღოლებს რაიმე საფასური - კახა კალაძე

21 აგვისტო, 2019 , 16:15

„ე.წ. სტაიანშიკებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ მძღოლებს რაიმე საფასური, ეს უკანონოა“ - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. მისი თქმით, დედაქალაქში პარკინგს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნ

დაზუსტებული ინფორმაციით, მიწისძვრა სომხეთში მოხდა

21 აგვისტო, 2019 , 16:15

დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში, ქალაქ დმანისიდან 33 კმ-ში მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრა თ

ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს , შენობა - რ2ზე უკეთესი … მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ -ნიკა გვარამია

21 აგვისტო, 2019 , 15:42

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალ ტელევიზიას აკეთებს და რ2-ის ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მიმართავს: „მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ან

ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე დაბარებას ნიკა გვარამიას ახალ არხს არ უკავშირებს

21 აგვისტო, 2019 , 15:26

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა ადასტურებს ინფორმაციას, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შეხვდა და ესაუბრა ახალი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ მის კუთვნილ შენობაში შესაძლო განთა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს