უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2017 16:15
font-size

თსუ-ში ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ (Filière Francophone en Informatique) კურსდამთავრებულებს ფრანგული ეროვნული დიპლომები (უნივერსიტეტი პარიზი 8) გადაეცათ. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, უნივერსიტეტი პარიზი 8-დან პროგრამის ხელმძღვანელი ჟან-ჟაკ მარიაჟი, უნივერსიტეტი პარიზი 8-ს წარმომადგენელი ჰინდ უკერადი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლები, პროგრამის კოორდინატორი არჩილ ელიზბარაშვილი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში წარმატებით მუშაობს: „თსუ-ში 100-მდე ქართველმა სტუდენტმა მიიღო თსუ-სა და უნივერსიტეტ პარიზი 8-ის დიპლომი. მათი დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია: ბოლო 6 წლის შედეგებით, კურსდამთავრებულთა 100 პროცენტი დასაქმებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწავლის ხარისხიც ძალიან მაღალია. ვაპირებთ, რომ გავაფართოვოთ თანამშრომლობა ფრანგ პარტნიორებთან.“

„მოხარული ვარ, რომ ვესწრები კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს. ამ პროგრამის კურსდამთავრებულს ეძლევა ორმაგი - ქართულ-ფრანგული დიპლომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა უნივერსიტეტი პარიზი 8-ს წარმომადგენელმა ჰინდ უკერადიმ.

„ამ პროგრამამ მოგვცა შესაძლებლობა მიგვეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება ინფორმატიკისა და პროგრამირების მიმართულებით,“- აღნიშნა საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა გური სალუქვაძემ.

თსუ-ს ინფორმაციით, ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება“ საქართველოში 2002 წლიდან, თსუ-ში კი 2009 წლიდან მოქმედებს და 15 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. სწავლის განმავლობაში სტუდენტები მინიმუმ ერთი სემესტრი უნივერსიტეტ პარიზი 8-ში სწავლობენ. კურსდამთავრებულთა 40-მა პროცენტმა მაგისტრატურის საფეხურზე სწავლა საფრანგეთსა და სხვა ფრანკოფონულ ქვეყანაში გააგრძელა. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საფრანგეთის განათლების ეროვნული სამინისტროს მიერ, ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების პირობით. სტუდენტებს ლექციებს ქართველ და ფრანგ ლექტორთა შერეული ჯგუფი უკითხავს.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი