უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2017 13:20
font-size

თსუ-ში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2017 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თსუ მაგისტრატურა წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

ცერემონიას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, კურსდამთავრებულების ცხოვრებაში დიდი ეტაპი დასრულდა, ისინი დღეს მაგისტრები არიან, და დარჩებიან უნივერსიტეტელებად.

„ძალიან ლამაზი ზეიმი იყო და ვფიქრობ, რომ ასეთი შემართებით გაგრძელდება ჩვენი კონტაქტები, ყველა გახდება წარმატებული და უნივერსიტეტის დამთავრება იქნება წარმატების ფორმულა“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ მაგისტრებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტელმა და თსუ-ს ორგზის კურსდამთავრებულმა დავით გოგიჩაიშვილმა.

„როდესაც ვამბობთ სიტყვა წარმატებას, ყველა ჩვენგანს გვაქვს ამ სიტყვის ინდივიდუალური განმარტება. მინდა გაგიზიაროთ წარმატების სამი გაგება: წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც შენი წარმატება სასარგებლოა სხვებისთვისაც; წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს გულით და მესამე გაგება ეს არის წარმატებასა და ბედნიერებას შორის ურთიერთდამოკიდებულება. ის, რომ თქვენ თსუ-ში ცხოვრების მეგობრები შეიძინეთ არის წარმატება და ბედნიერება“,-განაცხადა დავით გოგიჩაიშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა, მისთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის ამაღლებული გრძნობაა.

2017 წლის მაგისტრატურის წარჩინებული კურსდამთავრებული ომიკო ეჯიბია სწავლის გაგრძელებას კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს. „დღეს მაგისტრები გავხდით. კიდევ ერთხელ, ვუსურვებ ყველას წარმატებებს და ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. კმაყოფილი ვარ ამ ორი წლის განმავლობაში არაბისტიკის მიმართულებითა და ჩემი კურსით, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო, ამიტომაც ვაპირებ რომ გავაგრძელო სწავლა დოქტორანტურაში. იმედი მაქვს, რომ ერთხელაც მეც გავხდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,“- თქვა ომიკო ეჯიბიამ.

საზეიმო ღონისძიებაზე სტუდენტური ჰიმნის „გაუდიამუსის“ ორიგინალური ვერსია „TSU Art“-მა და ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა „უნივერსიტეტმა“ წარმოადგინეს.

თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს, მათ შორის 95 სამაგისტრო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი