თსუ-ში გამოფენა გაიხსნება
13.05.2012 17:10
ხვალ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა „ საქართველოსა და გერმანიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა“.
თსუ და DAAD-ის საინფორმაციო ცენტრი გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს საქართველოს უნივერსიტეტებს, რომელთაც გერმანიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების წარდგენის საშუალება ექნებათ. გამოფენა გერმანიაში სწავლის მსურველ ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებს სწორი არჩევნის გაკეთებაში შეუწყობს ხელს.
როგორც თსუ-ში აცხადებენ, აკადემიურ სფეროში გერმანიასა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა ათწლეულების მანძილზე გრძელდება. ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის მრავალრიცხოვანი პარტნიორული ურთიერთობა და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა არსებობს (ქართულ და ინგლისურ ენებზე.) ასევე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უნივერსიტეტების ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობა გერმანისტიკასა და არქეოლოგიაში.



















