უკან

პოლიტიკა

26 მაისი, 2020 17:13
font-size

„წულუკიანის გარანტირებული დაბინავება მომდევნო 10 წლით საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობა იქნება“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი, შესაძლოა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება.

თეა წულუკიანის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნას ოპოზიცია ეხმაურება.

ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის არაოფიციალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ეცდება, ამ თანამდებობაზე მისთვის სანდო კადრი დანიშნოს, რადგან სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოა ის ორგანო, სადაც საარჩევნო დავების არსებობის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ივანიშვილს თეა წულუკიანის წინაშე ერთგვარი ვალდებულება აქვს, რადგან ეს უკანასკნელი 2012 წლიდან დღემდე უცვლელად იყო იუსტიციის მინისტრი.

„წულუკიანი, თქვენ ხედავთ, რომ უცვლელი მინისტრია, ანუ გარკვეული ვალდებულებები ივანიშვილს და წულუკიანს შორის არსებობს და ყველაზე კარგი, გარანტირებული დაბინავება მომდევნო 10 წლით საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობა იქნება, თავისი იმუნიტეტით და თავისი საკონსტიტუციო უფლებებით,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესის გამჭვირვალეობის მოლოდინი არ არსებობს.

„არც ერთი მოსამართლის არჩევა გამჭვირვალე არ ყოფილა და ყოველთვის იყო პოლიტიკური ნიშნით შერჩევა, აქედან გამომდინარე, მე არ ველოდები, რომ რომელიმე მნიშვნელოვანი დანიშვნა იქნება ობიექტური კრიტერიუმით, კომპეტენციით და რეპუტაციიდან გამომდინარე, „ - აცხადებს „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სასამართლოს რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს თეა წულუკიანს, რომელიც ამ რეფორმის ერთ-ერთი ავტორია.

„სწორედ თეა წულუკიანზე, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლობა, რაც მოხდა სასამართლო ხელოსუფლებაში ჩვენთან და არის პასუხისმგებლობა, რომ ცივილიზებული მსოფლიო და პარტნიორები გვაკრიტიკებენ ჩვენ, ქართველ ხალხს, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გამო,“ - განაცხადა „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი, 2020 , 11:10

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. საქა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე