უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2019 17:20
font-size

წულუკიანისა და ზურაბიშვილის განცხადებები მაჩალიკაშვილის საქმეზე პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა - EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადებებს ეხმაურება, რომელიც პოლიტიკოსებმა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს.

EMC -ის შეფასებით, წულუკიანის და ზურაბიშვილის პოზიციები პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა.

"2019 წლის 19 მარტს, მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღინიშნა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს ერთ დონეზე არ აყენებს, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, რის მიხედვით ახდენს ამ ადამიანების დიფერენცირებას, უპასუხა, რომ ,,იცის რის მიხედვითაც“. 2019 წლის 21 მარტს კი, იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას, როდესაც კითხვა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა, განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია, რომ სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილთან მიმართებით დანაშაული ჩაიდინა, რამდენადაც ეს ფაქტი არ არის დამტკიცებული.

საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ქვეყანაში ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გარანტორები არიან. თუმცა, სამწუხაროა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებს სათანადოდ არ ესმით საკუთარი პოლიტიკური სტატუსის მნიშვნელობა და სტანდარტი. ნაცვლად იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკური მმართველობის პირობებში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სიცოცხლის უფლების ხელყოფის პირველი შემთხვევაა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უზრუნველყონ პროცესის კანონიერ და ადამიანის უფლებების ჩარჩოში მოქცევა, ისინი აგრძელებენ მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებებისა და ღირსების არაღიარების პოლიტიკას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში არაპირდაპირ ჩანდა მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩინების კონოტაცია და ამდენად, დეჰუმანიზების, მისი სიცოცხლის დაკნინებისა და იერარქიზების მცდელობა. იუსტიციის მინისტრის ტექსტში კი ცალსახა იყო თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის დროს, სახელმწიფოს მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების უგულებელყოფის აშკარა ინტერესი.

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება აშკარად არაეფექტიანი, ფორმალურია და გამოძიების პროცესში ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნები როგორც სპეცოპერაციის დაგეგმვის, ისე ძალის გამოყენების და საქმის გამოძიების ეტაპზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების პირველივე ეტაპზე გაანადგურა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დანაშაულებრივი გზებით, ხელი შეუშალა ამ საქმეზე ეფექტიანი და ჯეროვანი გამოძიების ჩატარების პროცესს. გამოძიების ხარვეზების შესახებ ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრს (EMC) მომზადებული აქვს არაერთი სამართლებრივი შეფასება და გამოხმაურება.[1] თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე კრიტიკული შეფასებები აქვს გაკეთებული საქართველოს სახალხო დამცველს[2], საერთაშორისო ამნისტიას[3], ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს[4]. თუმცა, იმ სახელმწიფო თანამდებობის პირებს, რომლებსაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა ეკისრებათ, თურმე კითხვის ნიშნებიც არ აქვთ საქმესთან დაკავშირებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურას ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას და მის კავშირს ტერორიზმის მხარდაჭერასთან. საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ აძლევს ოჯახის წევრებს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას და არღვევს ყველა ბაზისურ სამართლებრივ პრინციპს ამ საქმეში. ამ პირობებში, პოლიტიკოსები აგრძელებენ თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენის კამპანიას, რომელიც მანამდე სუს-მა უდანაშაულობის პრეზუმფციისა და პირადი ღირსების უფლების უგულებელყოფით წამოიწყო.

სამწუხაროა, ისიც, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ იაზრებს მაჩალიკაშვილის საქმის სოციალურ ეფექტს და იმ ფრუსტრაციასა და უკმაყოფილებას, რომელიც აშკარად არასათანადოდ დაგეგმილი სპეცოპერაციის დროს, ღამით, საკუთარ საძინებელში მწოლიარე 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს პანკისის ხეობაში მოჰყვა. [5] თემირლან მაჩალიკაშვილის ამ პირობებში სიცოცხლის ხელყოფის ფაქტმა, ადგილობრივებში დაუცველობის და საკუთარი სიცოცხლის არასათანადო აღიარების განცდა გააჩინა და კვლავ გააღვიძა პანკისის ხეობაში რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერების შიში. მაჩალიკაშვილის საქმის ეს სოციალური განზომილება ხელისუფლების მხრიდან სრულიად უგულებელყოფილია და ის ვერ იაზრებს, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღდგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ თემში უსაფრთხოების განცდის და ნდობის დაბრუნებისთვის.

თავის დროზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაპირდა მაჩალიკაშვილების ოჯახს, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, თუმცა, სპეცოპერაციიდან 1 წელზე მეტი გავიდა და ხელისუფლებას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, არც ამ საქმეზე ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ჩატარების და არც მასზე სათანადო პოლიტიკური რეაგირებისთვის. ამ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას, რეალურად, მხოლოდ მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები არ უჭერენ მხარს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი, ადამიანების ღირსებისა და უფლებების უგულებელყოფაზე მიმართული განცხადებებისგან და სათანადოდ გაიაზრონ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ხარისხი და ის სოციალური კონტექსტი, რომელიც ამ საქმეს გააჩნია."- ნათქვამია EMC-ის განცხადებაში

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

20 აპრილი, 2019 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენ

მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - შალვა შავგულიძე

20 აპრილი, 2019 , 12:15

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ხვდება. შალვა შავგულიძე პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ევროპული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

20 აპრილი, 2019 , 11:12

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათს სრ

ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა

20 აპრილი, 2019 , 10:20

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზ

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019