უკან

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2017 16:10
font-size

წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დასრულდა

თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგების პროცესი დასრულდა. ორი კვირის წინ, კახა კალაძემ მერიის კეთილმოწყობის სამსახურსა და კონტრაქტორ კომპანიას გზის რეაბილიტაციის მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულება სთხოვა.

პროექტის ფარგლებში, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარი 800-მეტრიან მონაკვეთზე დაიგო, ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყო და სანიაღვრე ქსელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„წურწუმიას ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. გზის საფარის გარდა, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად გამოიცვალა, რაზეც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მუშაობდა. კომპანიამ არსებული პრობლემის მოგვარებისთვის კომუნიკაციების სრულიად ახალი სისტემა მოაწყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. დღეს უკვე დასრულებულია სამუშაოები, მიმდინარეობს მორეცხვა და დაახლოებით, 20 დღეში უკვე გზის მოხაზვა დაიწყება. მოქალაქეებს კი, ამ ქუჩაზე კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 358 074,43 ლარია გამოყოფილი.

შესრულებულ სამუშაოებს კახა კალაძე დღეს, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი