უკან
საზოგადოება
26 მაისი, 2018 13:50
წვევამდელებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.
თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ წვრთნისა და შეფასების ცენტრის JTEC (CTC) ინსტრუქტორთა შემადგენლობა, DRILL სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის – „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში“ (GDRP) მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების ექვსი კოლოფი.
ფიცის დადების ცერემონია ლიეტუვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა.