საზოგადოება
წვევამდელებს შეეძლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიარონ
წვევამდელებს შესაძლებლობა ექნებათ, სავალდებულო სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიარონ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მღებრიშვილის თქმით, თუკი წვევამდელები სახანძრო-სამაშველო დანაყოფში გააგრძელონ სამსახური, ისინი შემდგომში გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებენ.
“ყოველწლიურად იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით უარს აცხადებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. ისინი არ მიდიან ჯარში, არ უნდათ აიღონ იარაღი და ასე შემდეგ. ჩვენთან არ არის იარაღის აღების ვალდებულება. ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ჩაეთვლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურად. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მოისურვებენ გააგრძელონ სამსახური სახანძრო-სამაშველო დანაყოფში, შემდგომში ისარგებლებენ გარკვეული პრივილეგიებით“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ცირა გურგენიძე