პოლიტიკა


ცვლილებები არის საჭირო და მათ აქვთ ორი ეტაპი - ეკა ბესელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ საჭიროა ცვლილებების გატარება. დეპუტატის თქმით, ეს ცვლილებები ორ ეტაპად განხორციელდება.
ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს ხალხი, რომ მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცეს ქვეყნის მომავალს.
„ჩვენ გვქონდა კარგი სამუშაო შეხვედრა. ორი რამეა, რაზეც ყველა ვთანხმდებით. რა გზავნილიც მივიღეთ, კარგად ვაცნობიერებთ და ვაანალიზებთ. ცვლილებები არის საჭირო ისეთი, რომელიც ჩვენს ხალხს სჭირდება. ამ ცვლილებებს აქვს ორი ეტაპი, პირველი ეტაპი არის მოკლევადიანი, რომელიც ეხება ამ მოკლე ვადაში საარჩევნო კამპანიის მეორე ტურამდე დასაგეგმ ღონისძიებებს, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, შესაცვლელია. იქნება ამ მხრივ ცვლილებები, იმისთვის, რომ მეორე ტურზე ყველა ამომრჩეველი მოვიდეს და ყველამ გავაცნობიეროთ, რომ რეალური საფრთხეა ქვეყანაში, თუ ამ არჩევნებში მოვიდა რევანშისტული ძალა, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო. ამიტომ არჩევანი არის - გვინდა მშვიდობა, თუ უკან წარსულში ვბრუნდებით.
მეორე საკითხი ეხება არჩევნების შემდეგ განსახორციელებელ ძალიან მნიშვნელოვან და კომპლექსურ ცვლილებებს. ეს არის ბევრი საკითხი, ეხება როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივ დონეს.
ახლა დროა კონსოლიდირების, ჩვენი შესაძლებლობების მობილიზების. ყველა ვერთვებით მიზნით, რათა მოვახერხოთ ჩვენი ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მოვიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს ქვეყნის მომავალს",- განაცხადა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა
7 დეკემბერი, 2019 , 15:45

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“
6 დეკემბერი, 2019 , 17:20

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“
6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი
6 დეკემბერი, 2019 , 14:06