უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 სექტემბერი, 2017 14:25
font-size

ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენა-გასხვისების წესებში ორგანული კანონის მიღებამდე იმოქმედებს - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე გამოცხადებული მორატორიუმი დროებით რეგულაციას წარმოადგენს.

ჩუგოშვილის განმარტებით, პროცესი შესაბამისი ორგანული კანონის მიღებამდე იმოქმედებს, სანამ არ იქნება შეთანხმებული კონკრეტული შეზღუდვები.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სენსიტიური და საზოგადოებისათვის ემოციურად დატვირთული საკითხია. ერთი მხრივ, არის ინტერესი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე არსებობდეს შეზღუდვები და რეგულაციები. არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი, რომ ქვეყანას ჰქონდეს გარკვეული ინვესტიციები. ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და მათ საკუთრებაში გააჩნიათ ეს ქონება, ამ ქონების ფასი არ დავარდეს და არ გაუფასურდეს. ორივე მხარეს გარკვეული ინტერესები არსებობს. არსებობს საკუთრების უფლების დაცვის ვალდებულება. არსებობს მიწის გაფრთხილების აუცილებლობაც. ჩვენ ვცდილობთ, რომ გარკვეული ოქროს შუალედი მოვძებნოთ, თუმცა, ის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ, არის დროებითი პროცესი. ჩვენ კონსტიტუციის მიღების შემდეგ გვექნება მისაღები ორგანული კანონი, რომელმაც უფრო დეტალურად უნდა დაარეგულიროს ეს თემა. ჩვენ ამ გარდამავალ პერიოდში გარკვეულ რეგულაციებს ვიღებთ იმისთვის, რომ ეს ორი ინტერესი იყოს დაბალანსებული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებასა და შეძენაზე შეზღუდვა საგაზაფხულო სესიის ბოლოს ამოქმედდა. საშემოდგომო სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილავენ ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, ასევე მთავრობის მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებზე.

ანა მებურიშვილი

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი