სამართალი
თუ ადვოკატები პროცესის გაჭიანურებას გააგრძელებენ, დეკანოზს სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავენ - ჯარჯი წიკლაური
ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით,იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულის ადვოკატები პროცესის გაჭიანურებას გააგრძელებენ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავენ.
ამის შესახებ წიკლაურმა მედიას ე.წ ციანიდის საქმის დღევანდელი პროცესის ჩაშლის შემდეგ განუცხადა.
„ადვოკატებმა არ დაიცვეს სამართლებრივი პროცედურები. მოსამართლემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. თუ ეს ადვოკატები გააგრძელებენ პროცესის გაჭიანურებას და თავს აარიდებენ მართლმსაჯულებას, დაინიშნება სახაზინო ადვოკატი და ჩვეულებრივად გაგრძელდება საქმის განხილვა“,-განაცხადა პროკურორმა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვით, ყველა სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება.
მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, დეკანოზმა მამა გიორგი მამალძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და იმავე ქმედებისკენ ადვოკატებს მოუწოდა.
მონიკა დავლიანიძე