უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 აგვისტო, 2017 12:00
font-size

თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი ლოკალიზებული იქნება - გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, აბასთუმანში, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება. მინისტრის შეფასებით, პროცესი კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული.

მღებრიშვილის თქმით, გაიჭრება 250-300 მეტრამდე გზა.

„დილიდან ჩვენ უკვე პოზიტიური დინამიკა გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად არის ჩამქრალი. ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და ცოცხალი ძალა.

ჩვენ გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა. პირდაპირი კავშირი აქვს ხმელეთს ავიაციასთან, ვერტმფრენებთან, რომლებსაც კონკრეტულ კოორდინირებას აძლევენ, თუ სად უნდა დაისხას წყალი. ეფექტურად მუშაობენ და დღის ბოლომდე ვფიქრობ, თუ ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება.

გზები გაიჭრა. დაახლოებით, კიდევ დაემატა 250-დან 300-მეტრამდე გზა, სადაც შევიდნენ სახანძრო მანქანები. გაიჭიმა სახანძრო მილები და უკვე ხდება კერების დამუშავება“, - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მღებრიშვილის განმარტებით, თურქული თვითმფრინავი საჭიროების შემთხვევაში შეუერთდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

მინისტრმა დაამატა, რომ ადგილზე 1500-მდე ადამიანი მუშაობს, მათ შორის არიან მოხალისეებიც.

„თურქულმა თვითმფრინავმა გუშინ უამინდობის გამო ჩამოსვლა ვერ მოახერხა. თუ ამის საჭიროება იქნება, ის აუცილებლად ჩაერთვება ხანძრის ქრობის პროცესში. ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი უკვე მუშაობს და მალე მათ უკრაინული თვითმფრინავი შეუერთდება. რაც შეეხება ცოცხალ ძალას, აქ 1500-მდე ადამიანია მობილიზებული. აქედან 1200-მდე შსს-ს თანამშრომლები არიან, ხოლო დანარჩენი მოხალისეები. მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ასეთი სულისკვეთება, როგორიც აქ ვნახე, არც ერთ რეგიონში არ მინახავს”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება დამწვარი ტერიტორიის ფართობს, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ამის დადგენა ცეცხლის სრული ჩაქრობის შემდეგ მოხდება.

აბასთუმანში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა.

ანა მებურიშვილი

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

10 აპრილი, 2021 , 10:40

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი

უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები

9 აპრილი, 2021 , 14:40

„საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები განცხადებას ავრცელებენ. მათი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს მომავალს, რის გამოც მოითხოვენ, „ხელისუფლება

ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე

9 აპრილი, 2021 , 14:40

მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე შეტევა ხორციელდება. ამის შესახებ მან „ევროპის მოედანზე“ განაცხადა, სადაც მოქალაქეთა შეკრება იმართება. „ყელა ვხედავთ, რომ შეტევა

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი

9 აპრილი, 2021 , 12:45

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. "9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, თუ ჩვენ პატივს ვც

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი

9 აპრილი, 2021 , 12:32

ვფიქრობ, რომ ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, როემლიც გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62

9 აპრილი, 2021 , 11:20

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში – 91, აჭარაში – 62, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გ