უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 მარტი, 2021 16:55
font-size

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე

თუ პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, სერიოზულად დაელაპარაკონ არსებულ ინვესტორებს, დაარწმუნონ ისინი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში და პორტის მშენებლობა რამდენიმე თვეში განახლდება, - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე დღეს მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის შესახებ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების მხრიდან ინვესტორის ვითომ ძებნა მხოლოდ დროის გაწელვა და ხალხის მოტყუებაა.

"ანაკლიის ინვესტორმა: განახორციელა 70 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია; - შეასრულა ჭაობის დაშრობისა და ზღვის დაღრმავების სამუშაოების დიდი ნაწილი;

- მოიზიდა მსოფლიოს წამყვანი კომპანიები და ჩართო წამყვანი ქვეყნების მთავრობები (აშშ, იაპონია და ა.შ.);

- მოიზიდა 4 საერთაშორისო ბანკი, რომლებიც მზად არიან 400 მლნ $-ის ინვესტირებისთვის.

მთავრობამ: ბანკებთან ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 თვით ადრე, მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ აღძრა აბსურდული საქმე, რომელსაც დაზარალებული არ ყავს;

- უარი უთხრა ინვესტორ ბანკებს 50 მლნ დოლარიან საგარანტიო წერილზე;

- არც კი დაუწყია გზისა და რკინიგზის მიყვანა. ამ სიტუაციაში, ახალი კვლევების ჩატარება (რომელსაც მთავრობა ტენდერის გარეშე ატარებს), ახალი ფიქტიური ტენდერის გამოცხადება და ინვესტორის ვითომდა ძებნა არის მხოლოდ დროის გაწელვა და ხალხის მოტყუება.

თუ პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, სერიოზულად დაელაპარაკონ არსებულ ინვესტორებს, დაარწმუნონ ისინი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში და პორტის მშენებლობა რამდენიმე თვეში განახლდება“,- წერს გიგლა მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ანაკლიის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც ინვესტორის შერჩევის პროცესში დახმარებას გაუწევს.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი