უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 იანვარი, 2017 11:40
font-size

თუ არ დავიწყეთ ჩაკეტილი წრის გარღვევა, ჩვენი ეკონომიკური წინსვლა ძალიან რთული იქნება - ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი

კლიენტებს, რომლებიც გალარების პროგრამაში მოხვდებიან, სავალუტო რისკები მოეხსნებათ, - განაცხადა გადაცემაში ბიზნესკონტრაქტი ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ. მისი განცხადებით, ყველა პირი, ვისაც გალარების პროგრამა ეხება, მისით არ ისარგებლებს.

„მე პირადად სესხი რომ მქონდეს და ასეთ პროგრამაში ვჯდებოდე, რა თქმა უნდა, გავალარებდი, ვინაიდან მე შემოსავალი ლარში მაქვს. სერიoზული ფსიქოლოგიური ზეწოლაა, როდესაც დილით დგება ადამიანი და ნაცვლად იმისა, რომ საქმეს მიხედოს, უპირველესად, ცდილობს გაიგოს იმ დღეს რა კურსია. ზოგადად ძალიან რთულია, როდესაც შემოსავალი სხვა ვალუტაში გაქვს და სესხს სხვა ვალუტაში ფარავ“, - აცხადებს გვასალია. მისივე განცხადებით, პრობლემური სესხების ზრდა ზოგადად საბანკო სექტორისთვის პრობლემური საკითხია.

„სესხების სუბსიდირება შეეხება იმ საშუალო ფენას, რომელიც მომავალში ქვეყნის მამოძრავებელი ძალაა და ამ შემთხვევაში მათ თუ ხელი არ შევუწყვეთ, ეს სერიზულ პრობლემად მოტივირდება.

დოლარიზიის მაჩვენებელი ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. ასეთი მაჩვენებლით სახელმწიფოს ნებისმიერი პროგრამის როგორი კარგიც არ უნდა იყოს, განხორციელება ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ მუდმივად არის ორიენტირებული იმაზე, რომ ამან კურსს არ დაარტყას. ეს ჩარჩოებში აქცევს ყველა იმ პროგრამას, რომელიც სახელმწიფოს უნდა რომ განახორციელოს. ბუნებრივია, თუ არ დავიწყეთ და საიდანღაც არ გავარღვიეთ ეს ჩაკეტილი წრე, რომელიც ლარიზაციის პროგრამით არის ცნობილი, ძალიან რთული იქნება ჩვენი ეკონომიკური წინსვლა.

საბანკო სექტორი ამისთვის მზად არის და ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, - განაცხადა გვასალიამ.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი