უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 აგვისტო, 2018 16:25
font-size

თუ არ მოისვენებენ ისინი, ვინც დეკანოზს იცავენ, თვითონაც გაეხვევიან შარში - მეუფე იაკობი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, მას ილია მეორისგან აქვს მოსმენილი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძე დამნაშავეა. ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს უთხრა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადებით, მას პირად საუბარში მეუფე გრიგოლმაც დაუდასტურა, რომ დეკანოზი მამალაძე დამნაშავეა.

კითხვაზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საპატრიარქოს პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო თუ არა, მეუფე იაკობმა უპასუხა, რომ პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო.

„ეკლესიას რომ გვჯეროდეს, რომ უდანაშაულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე“, -აღნიშნა მეუფე იაკობმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაზე, რომელიც მას ადანაშაულებს, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „მატყუარა ადამიანია, რა უნდა ვთქვა. ტყუილია“.

მან ასევე ჭორი უწოდა დეკანოზის განცხადება, რომ ის და პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოში ყველაზე დიდი გავლენებით გამოირჩევიან.

გარდა ამისა, მეუფე იაკობი სასულიერო პირების იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საგანგებო შეკრება უნდა შედგეს.

„არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო და თუ არ მოისვენებენ ისინი, ვინც მას იცავენ, თვითონაც გაეხვევიან შარში“, -განაცხადა მეუფე იაკობმა და აღნიშნა, რომ ის არავის ემუქრება და მისი სიტყვების ადრესატია ყველა ვინც დეკანოზ მამალაძეს იცავს.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეიკრიბება და ერთ-ერთ საკითხად ე.წ. ციანიდის საქმეზეც იმსჯელებს.

„ალბათ შემოდგომაზე შევიკრიბებით. კონკრეტულად მაგ საკითხზე არა, მაგრამ ერთ-ერთი ეგეც იქნება“,– განაცხადა მეუფე იაკობმა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის აზრით, გიორგი მამალაძეს დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

კითხვაზე, ხომ არ გეგმავს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, ჩვენ არ შევალთ“.

მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ მიიღო სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ცნობისთვის, ადვოკატების საკასაციო საჩივარი ე.წ. ციანიდის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით მკვლელობის მომზადებას ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილი მუხლი გადაკვალიფიცირდადა დეკანოზი დამნაშავედ ცნეს შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში. საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მეორე ინსტანციამ უცვლელად დატოვა.

საკვანძო სიტყვები:

ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 სექტემბერი, 2020 , 17:50

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჯ.ჭ. დამნაშ

ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

24 სექტემბერი, 2020 , 17:10

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ფოთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს. უწყების ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 37,240 ლარი

აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

24 სექტემბერი, 2020 , 14:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავი

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლ

კიბერდანაშაულის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

24 სექტემბერი, 2020 , 11:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

23 სექტემბერი, 2020 , 14:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში განხორცილებული ღონისძიებების შედეგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.