უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მაისი, 2017 14:40
font-size

თუ ასე შესტკივათ გული ჩვენს ქალაქსა და გამწვანებაზე, მოჰკიდონ ხელი და გაამწვანონ ჩვენი ქალაქი - დავით ნარმანია

სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახ დამწვარი ხეების ბრალდებას თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხეები რამდენიმე წლის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდნენ, ხოლო აღნიშნული ვიდეოს ავტორს, ლევან ხაბეიშვილს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის გააკრიტიკა.

„ეს არის ნახანძრალი ხეები, როცა რამდენიმე წლის წინ ზაფხულის განმავლობაში ბალახს გაუჩნდა ცეცხლი და რამდენიმე ხე დაიწვა. სირცხვილია, მათი ასეთი ქცევა, როცა ისევ დეზინფორმაციით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უკეთესი იქნებოდა, გაერკვნენ საკითხში, მოგვისმინონ ჩვენ და მერე გააკეთონ განცხადებები. და კიდევ უკეთესი იქნებოდა, ბარს მოჰკიდონ ხელი და გაამწვავონ ჩვენი ქალაქი. დარგონ მეტი ხე, თუ ასე შესტკივათ გული ჩვენს ქალაქსა და გამწვანებაზე, გაამწვავონ ქალაქი, დარგონ რაც შეიძლება მეტი ხე და მოუარონ. განცხადებების გაკეთება ძალიან ადვილია, თან უპასუხისმგებლო ადამიანების მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებების, რომლებსაც ჩვენ არერთი მოგვისმენია“, - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, გუშინ „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარი ხეებია ნაჩვენები. მან განაცხადა, რომ ხეები განზრახ იყო დაზიანებული, რათა შემდგომში მათი გახმობა გამოეწვია და მოეჭრათ, რათა ადგილი მშენებლობისთვის გათავისუფლდეს.

აღნიშნული ტერიტორია „ლისი დეველოპმენტს“ ეკუთვნის. როგორც კომპანიაში განაცხადეს, მათ შსს-ს მიმართეს, რათა საქმე აღიძრას. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ადეიშვილმა უარყო ხაბეიშვილის ბრალდება. მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა არ იგეგმება.

ანა მებურიშვილი


საქართველოში 23-25 იანვარს თოვლია მოსალოდნელი

22 იანვარი, 2020 , 16:50

23 იანვრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი. „23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით,

ტექნიკურ უნივერსიტეტში რევაზ მიშველაძის იუბილე აღნიშნეს

22 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი მწერლის, ნოველისტისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ მიშველაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობი

ბრიტანული კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა

22 იანვარი, 2020 , 16:30

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის

თქვენ ჩემთვის უფრო მეტად დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი - ზაზა სარალიძე

22 იანვარი, 2020 , 16:30

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში გიორგი ჯანაშიას აღიარებით ჩვენებას ეხმაურება. სარალიძე წერს, რომ ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილის მშობლებს სამძმარს უცხადებს.„2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი, თუ რ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა

22 იანვარი, 2020 , 16:10

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვოლკან კოსკუნის შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემ

`ბიძინას ბოსტანი` - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ღობეზე წარწერა გააკეთეს

22 იანვარი, 2020 , 16:10

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატები გააკრეს და წარწერა "ბიძინას ბოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`