უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ივნისი, 2018 15:15
font-size

თუ ჩემს განცხადებებზე უარს მივიღებ, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელ კომისიას დავტოვებ - ადა მარშანია

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ ქმედებებზე დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ის დატოვებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას.

მისივე თქმით, კომისიის შემადგენლობა ბევრ კითხვას ბადებს.

„კომისიის სხდომაზე მივალ, რათა კომისიის თავმჯდომარისგან პასუხი მივიღო, რა გადაწყვეტილება მიიღეს ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. მათ შევთავაზე, რომ იმ საკითხებისა და დანაშაულებების გამოძიების წრე გააფართოონ, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ქვეყანაში ხდებოდა ან მეორე საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებს გამოიძიებს. ეს კომისია რეგლამენტის დიდი დარღვევებით დაკომპლექტდა, მაგრამ ამას უნდა მივეჩვიოთ.

თავად შემადგენლობა ბევრ კითხვას ბადებს და საერთოდ, ისეთ წარმოდგენას ქმნის, რომ აბსურდის თეატრში ვიმყოფებით. თუ ჩემს განცხადებებზე უარს მივიღებ, კომისიას დიდი სიამოვნებით დავტოვებ, რადგან ამ შემადგენლობასთან მუშაობა ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა დეპუტატმა.

17-კაციან კომისიაში უმრავლესობას „ევროპული საქართველო“ წარმოადგენს, ხოლო კომისიას ამავე პარტიის წევრი, სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს, ხოლო მისი თანაგუნდელი ოთარ კახიძე კომიტეტის მდივანია.

პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული საძალაუფლებო წონით უნდა განთავსდეს რომელიმე შენობის სარდაფის, მინუს მესამე სართულზე - დავით უსუფაშვილი

16 აგვისტო, 2018 , 09:00

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მოქმედი თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია, პრეზიდენტის უ

ეკვადორისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 აგვისტო, 2018 , 17:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ, პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან. შეხვედრის ფარგლებში ხე

პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული საძალაუფლებო წონით უნდა განთავსდეს რომელიმე შენობის სარდაფის, მინუს მესამე სართულზე - დავით უსუფაშვილი

15 აგვისტო, 2018 , 17:10

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მოქმედი თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია, პრეზიდენტის უ

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი გასცა - აუდიტის სამსახური

15 აგვისტო, 2018 , 17:10

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი გასცა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნ

აშშ-მ სუპერმენის როლს თავი ვერ გაართვა - მარია ზახაროვა

15 აგვისტო, 2018 , 16:10

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მტკიცებით, აშშ-მ თავი ვერ გაართვა სუპერმენის როლს, რის გამო მსოფლიოში უფრო მეტი კონფლიქტი გაჩნდა. „იყო მოფიქრებული აშშ-ის განსაკუთრებულ

ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის დაყენებით უფრო გახურდებოდა სიტუაცია და შეიძლება სხვა მიმართულებით წასულიყო - კახა კალაძე

15 აგვისტო, 2018 , 16:10

ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მისი თქმით, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას მსჯელობის შემდეგ მიიღებს, თუმცა კალაძის გა

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან